მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. UniCredit-მა რეკორდული მოგება მიიღო
UniCredit-მა რეკორდული მოგება მიიღო

UniCredit-მა რეკორდული მოგება მიიღო

BM.GE6 მაისი, 2026, 05:11|bm.ge

წამყვანმა იტალიურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, UniCredit-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. ბანკის წმინდა მოგებამ მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში რეკორდულ 3.2 მილიარდ ევროს ($3.7 მლრდ.) მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემი ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 2.7 მილიარდ ევროს მნიშვნელოვნად აღემატება.

როგორც ირკვევა, ბანკის შემოსავლები ფინანსური ინვესტიციებიდან მიღებული დივიდენდების გასამმაგებამ და სესხების მოცულობის ზრდამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ წლიური მოგების პროგნოზი 11 მილიარდ ევრომდე გაზარდა. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში წმინდა მოგება 16%-ით ნაკლები იყო, ამჯერად მაჩვენებელმა მოლოდინს გადააჭარბა.

პარალელურად, იტალიურმა ფინანსურმა გიგანტმა Commerzbank-ის აქციების შესაძენად 35 მილიარდი ევროს ($41 მლრდ.) ღირებულების შეთავაზება წარადგინა. ამ ნაბიჯით UniCredit-ი მიზნად გერმანულ ბანკში საკუთარი წილის 30%-მდე გაზრდას ისახავს. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის მთავრობა და Commerzbank-ის ხელმძღვანელობა პროცესს ეწინააღმდეგებიან, ოფიციალური ტენდერი სამშაბათს მაინც დაიწყო. როგორც ირკვევა, აღმასრულებელი დირექტორი ანდრეა ორჩელი მიიჩნევს, რომ ეს გარიგება აქციონერებისთვის მოგებიანი იქნება.

ცნობისთვის, UniCredit-ი ბოლო პერიოდში აქტიურად ყიდულობს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის აქციებს. მათ შორისაა საბერძნეთის Alpha Bank-ი და იტალიური სადაზღვევო კომპანია Generali.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE