მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩადის
ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩადის

ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩადის

BM.GE29 ივნისი, 2026, 18:44|bm.ge

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩავა. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს არ ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში ურსულა ფონ დერ ლაიენი შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია პრესკონფერენცია. ფონ დერ ლაიენთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსიც ჩავა.

ევროკომისიის ინფორმაციით, ვიზიტისას ოთხ პრიორიტეტზე გამახვილდება ყურადღება:

• სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა; • რეგიონის, ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებადობის გაუმჯობესება; • სამხრეთ კავკასიასთან ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება; • რუსეთის ეკონომიკური ზეწოლის წინაშე სომხეთის მხარდაჭერა;

ეს იქნება ბოლო ორ თვეში ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვიზიტი სომხეთში. აღსანიშნავია, რომ 4 ივნისს რუსული ემბარგოს საპასუხოდ ევროკავშირმა სომხეთის დახმარების პაკეტი გამოაცხადა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთმა სომხეთიდან ბოსტნეულისა და ხილის შეტანა აკრძალა. რუსეთის ხელისუფლება უკვე წლებია ახორციელებს ამათუ იმ პროდუქტის შეტანაზე აკრძალვების პრაქტიკას იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც მათი ურთიერთობები უარესდება. კრემლი სომხეთს რუსული გაზის გაძვირებითაც ემუქრება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წელს, სასურსათო ხორბლის წილი შესაძლოა შემცირდეს - ასოციაცია

წელს, სასურსათო ხორბლის წილი შესაძლოა შემცირდეს - ასოციაცია

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ყაზახეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმებს მოაწერა ხელი

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ყაზახეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმებს მოაწერა ხელი

BM.GE

დონალდ ტრამპი ჟურნალისტ ქალზე სექსუალურ ძალადობაში უზენაესმაც გაამტყუნა

დონალდ ტრამპი ჟურნალისტ ქალზე სექსუალურ ძალადობაში უზენაესმაც გაამტყუნა

BM.GE

„თხილის ფასი 2025-ზე ნაკლები იქნება, თუმცა მკვეთრად არ შემცირდება“ - ქარდავა

„თხილის ფასი 2025-ზე ნაკლები იქნება, თუმცა მკვეთრად არ შემცირდება“ - ქარდავა

BM.GE