მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე დაკავებულია 2 პირი | სუს
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე დაკავებულია 2 პირი | სუს

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე დაკავებულია 2 პირი | სუს

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 14:45|bm.ge

გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქვეყნებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები გაერთიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ორგანიზაციის ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და მის მიმართ გამოხატეს უპირობო მორჩილება.დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ერთგულების ფიცის - "ბაიათის” ხელნაწერი ტექსტი, ბეჭედი ისლამური წარწერით, სხვადასხვა სახის ვაზნები, ხელყუმბარა, კაფსულ/დეტონატორი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უცხო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავესრუსთავი 2
  • საქართველოდან უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე გააძევესფორმულა
  • აფხაზეთში „არასასურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის“ სტატუსს შემოიღებენნეტგაზეთი
  • ამოღებულია 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება - დააკავეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეტვ პირველი
უცხო →

მსგავსი სტატიები

„სეზონის გახსნის თარიღის ცოდნა მნიშვნელოვანია“ – რა სიახლეები დახვდებათ გუდაურში დამსვენებლებს?

„სეზონის გახსნის თარიღის ცოდნა მნიშვნელოვანია“ – რა სიახლეები დახვდებათ გუდაურში დამსვენებლებს?

BM.GE

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

BM.GE

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE