ორიგინალი
„უცხოელი ინვესტორი ბეტონს არ ყიდულობს, მას დაცული ბიზნესმოდელი და მართვის სისტემა სჭირდება“- მამუკა მახარაძე
BM.GE·14:42

„უცხოელი ინვესტორი ბეტონს არ ყიდულობს, მას დაცული ბიზნესმოდელი და მართვის სისტემა სჭირდება“- მამუკა მახარაძე

29 ნოემბერი, 2026 · 14:42

„იელთი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის, მამუკა მახარაძის განცხადებით, უძრავი ქონების ბაზარზე უცხოური კაპიტალის მოსაზიდად მხოლოდ დაბალი ფასი საკმარისი აღარ არის. მისი თქმით, დეველოპერებმა აქცენტი დასაბუთებულ ბიზნეს-მოდელზე, ფინანსურ დისციპლინასა და მშენებლობის დასრულების შემდგომ მართვაზე უნდა გააკეთონ.

მახარაძე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორი გადაწყვეტილებას მხოლოდ კვადრატული მეტრის ფასის გამო არ იღებს და განმსაზღვრელი რეალური, გაზომვადი ციფრებია, იქნება ეს პირადი სარგებლობისთვის, გადაყიდვისთვის თუ გაქირავებისთვის.

მისი შეფასებით, პროექტის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბრენდებთან, მაგალითად, Occidental, Royal Hideaway, Barceló და Wyndham-თან თანამშრომლობა, თუმცა მხოლოდ ლოგო ღირებულებას ავტომატურად არ ქმნის. გადამწყვეტი სწორი ადგილობრივი დეველოპერი, ხარისხის სტანდარტი და ოპერირების გამოცდილებაა.

ბათუმის გამოცდილებაზე საუბრისას მახარაძემ აღნიშნა, რომ ჭარბი მიწოდებისა და სეზონურობის პირობებში მთავარი გაკვეთილი დეველოპერის მშენებლობის შემდეგ მართვაში დარჩენაა. მისი თქმით, არსებობს მართვის ორი მიმართულება, - უძრავი ქონების როგორც ფინანსური აქტივის და როგორც ინფრასტრუქტურის მართვა.

„ლონდონში მყოფ მყიდველს ნამდვილად აწუხებს, თუ ვინ მოუვლის მის აპარტამენტებს, მის ქონებას და აქ არ უნდა შევთავაზოთ, რომ „მოდი ამხანაგობა შევქმნათ და თითო ლარი შევაგროვოთ“, ხომ? რაღაც სწორ მართვაზეა საუბარი და უბრალოდ დალაგებაზე არ ვსაუბრობ, გაქირავებიდან მიღებულ შემოსავალზეა. ეს მიდგომა მიზანშეწონილია თბილისშიც გადმოვიდეს, რომელიც ოთხივე სეზონის ქალაქია და განათლებას, კულტურას, მედიცინასა და ტურიზმს აერთიანებს.“ - განაცხადა მახარაძემ უძრავი ქონების კონფერენცია GREMO-ზე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „უცხოელი ინვესტორი ბეტონს არ ყიდულობს, მას დაცული ბიზნესმოდელი და მართვის სისტემა სჭირდება“- მამუკა მახარაძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·16:17

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

კვირის მთავარი ავტო სიახლეები
BM.GE·15:52

რუსეთმა წიწიბურის ექსპორტი 6 თვით აკრძალა - საქართველოსთვის იმპორტის 99,9% სწორედ რუსეთზე მოდის

რუსეთმა წიწიბურის ექსპორტი 6 თვით აკრძალა - საქართველოსთვის იმპორტის 99,9% სწორედ რუსეთზე მოდის
BM.GE·15:44

მეტი რეგულაცია გრძელვადიან პერსპექტივაში ნიშნავს უფრო გაზრდილ ფასს - რიტეილ ექსპერტი

მეტი რეგულაცია გრძელვადიან პერსპექტივაში ნიშნავს უფრო გაზრდილ ფასს - რიტეილ ექსპერტი
BM.GE·15:22

„პროგრამა ფერმერს ფულის აღებას ურთულებს“ - რატომ აკრიტიკებენ აგროთანადაფინანსების ახალ მოდელს

„პროგრამა ფერმერს ფულის აღებას ურთულებს“ - რატომ აკრიტიკებენ აგროთანადაფინანსების ახალ მოდელს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.