ორიგინალი
ვაჭრობის ტენდენციები ადასტურებს პოლიტიკის სისწორეს, რომელიც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისკენაა მიმართული | ვახტანგ ცინცაძე
BM.GE·16:00

ვაჭრობის ტენდენციები ადასტურებს პოლიტიკის სისწორეს, რომელიც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისკენაა მიმართული | ვახტანგ ცინცაძე

13 ოქტომბერი, 2026 · 16:00

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, საგარეო ვაჭრობაში დაფიქსირებული ტენდენციები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მეწარმეობის წახალისებისა და ზოგადად, ქვეყანაში წარმოების გაფართოებისკენ. ვახტანგ ცინცაძის შეფასებას უწყება ავრცელებს.

„აღნიშნული ასევე ადასტურებს იმ პოლიტიკის სისწორეს, რომელიც მიმართულია ჩვენი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისკენ და ზოგადად, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ. ეს გამოიხატება, მათ შორის, იმ შესაძლებლობაში, რასაც საქართველო აძლევს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებს, რათა მოახდინონ მათი პროდუქციის ექსპორტი, როგორც ჩინეთის, ასევე ევროკავშირის უმსხვილეს ბაზარზე და სხვა რეგიონული ქვეყნების ბაზრებზე, ტარიფების გარეშე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, აღნიშნული უპირატესობა მონაცემებში აისახება და შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები და მზარდი დინამიკა ფიქსირდება.

„სექტემბრის თვეში, სექტემბრის თვის ჭრილში, ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 731 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. უნდა აღინიშნოს, რომ იანვარი-სექტემბრის მაჩვენებლებით ექსპორტი 19%-ზე მეტად არის გაზრდილი და 6,1 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია“, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ასევე რეკორდულია 2026 წლის იანვარი-სექტემბრის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, რომელიც 9%-ზე მეტადაა გაზრდილი და 20 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვაჭრობის ტენდენციები ადასტურებს პოლიტიკის სისწორეს, რომელიც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისკენაა მიმართული | ვახტანგ ცინცაძე

თემა: პოლიტიკის

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • რადიო თავისუფლება·00:12
    როცა ფეხბურთი პოლიტიკას ვერ ემიჯნება - რა აჩვენა ბათუმში პოლიციისა და თურქი ქომაგების დაპირისპირებამ
  • ალია·23:40
    “როცა საქმე რუსეთს ეხებოდა, ხელებს რომ იტყავებდნენ წერით, სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთო, ხომ ხედავთ რომ არ იმიჯნება?!” – გიორგი კობერიძე
  • ინტერპრესნიუსი·21:55
    გია ხუხაშვილი - გერმანული გუნდის თამაშზე იგივე რომ მომხდარიყო, თქვენი აზრით, რა განცხადებას გააკეთებდა პაპუაშვილი? გერმანიის კანცლერს მიწასთან გაასწორებდნენ, თურქეთს კი წაუყრუეს, ასევე იქცევიან რუსეთთანაც - ეს არის „ოცნების“ მხდალი და უღირსი პოლიტიკა
  • რუსთავი 2·20:19
    პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა
პოლიტიკის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·07:30

28 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

28 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
BM.GE·01:00

SpaceX-ის აქციების ფასი 7.47%-ით გაიზარდა - რა გახდა მიზეზი

SpaceX-ის აქციების ფასი 7.47%-ით გაიზარდა - რა გახდა მიზეზი
BM.GE·00:47

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
BM.GE·00:31

ვლადიმირ პუტინმა არქტიკის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა

ვლადიმირ პუტინმა არქტიკის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.