მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვადაგასული ხორცი, ჰიგიენისა და ეტიკეტირების დარღვევა - აჭარასა და თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა
ვადაგასული ხორცი, ჰიგიენისა და ეტიკეტირების დარღვევა - აჭარასა და თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

ვადაგასული ხორცი, ჰიგიენისა და ეტიკეტირების დარღვევა - აჭარასა და თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 18:00|bm.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებების შედეგად, აჭარასა და თბილისში მდებარე რამდენიმე კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა, ერთი ბიზნესოპერატორი კი 3 000 ლარით დაჯარიმდა. უწყების ინფორმაციით, დარღვევები კაფე-ბარებში, რესტორნებსა და სასადილოებში სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში გამოვლინდა.

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარე თურქულ რესტორანში სააგენტოს ინსპექტორებმა დარღვევები განმეორებით დააფიქსირეს. კერძოდ, ობიექტში აღმოჩნდა ვადაგასული საქონლის ხორცი, ასევე დაირღვა ეტიკეტირების წესი და არ იყო შესრულებული სააგენტოს მიერ გაცემული მითითებები. ბიზნესოპერატორი 3 000 ლარით დაჯარიმდა.

კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა ბათუმში მდებარე რამდენიმე კვების ობიექტსაც. მათ შორისაა კაფე-ბარ-რესტორანი „იემენი“, სადაც სააგენტომ კრიტიკული დარღვევები გამოავლინა. საქმიანობა ასევე შეუჩერდა ინდივიდუალური მეწარმის ობიექტს - „მამას რესტორანს“, სადაც ჰიგიენური ნორმები და სურსათის შესახებ ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდების წესი იყო დარღვეული.

შეუსაბამობები გამოვლინდა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე შპს „ჩუქუროვა ლეზზეთს“შიც. სხვა დარღვევებთან ერთად, სააგენტოს ინსპექტორებმა ობიექტში ცხვრის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე აღმოაჩინეს, რის გამოც საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზეც. სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თევდორე მღვდლის ქუჩა N5-ში, ავტოფარეხებში მოწყობილი სასადილოები შეამოწმეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ფიზიკური პირების - ხ.ხ-სა და დ.ფ-ს ობიექტებს არ ჰქონდათ შესრულებული სააგენტოს მითითება კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ. ამასთან, სასადილოები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული არ იყო. დარღვევების გამო ობიექტები დაჯარიმდნენ და საქმიანობა შეუჩერდათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბაზისბანკმა Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა

ბაზისბანკმა Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა

BM.GE

ბოლო 1 წელიწადში ბანკებმა ბიზნესის დაკრედიტება ₾4.4 მილიარდით გაზარდეს - ნახევარი უძრავ ქონებაზე მოდის

ბოლო 1 წელიწადში ბანკებმა ბიზნესის დაკრედიტება ₾4.4 მილიარდით გაზარდეს - ნახევარი უძრავ ქონებაზე მოდის

BM.GE

იქირავე ავტომობილი უსაფრთხოდ და მარტივად: როგორ ცვლის Trentro მოგზაურობის გამოცდილებას

იქირავე ავტომობილი უსაფრთხოდ და მარტივად: როგორ ცვლის Trentro მოგზაურობის გამოცდილებას

BM.GE

ხელოვნური ინტელექტის დანერგვის გამო Barclays-მა 5,000 თანამშრომელი შეამცირა

ხელოვნური ინტელექტის დანერგვის გამო Barclays-მა 5,000 თანამშრომელი შეამცირა

BM.GE