მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ვაგრძელებთ პროტესტს, ვითხოვთ დიუშენის საწინააღმდეგო წამლების შემოტანას" - მშობლები
"ვაგრძელებთ პროტესტს, ვითხოვთ დიუშენის საწინააღმდეგო წამლების შემოტანას" - მშობლები

"ვაგრძელებთ პროტესტს, ვითხოვთ დიუშენის საწინააღმდეგო წამლების შემოტანას" - მშობლები

BM.GE23 მაისი, 2026, 20:33|bm.ge

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავარი ამოცანა წამლების მიღებაა და ამისთვის პროტესტი გაგრძელდება.

24 მაისს რუსთაველის მეტროდან სახელმწიფო კანცელარიამდე გაიმართება დიუშენის მარში, რომელიც 19:30 საათზე დაიწყება.

"ძვირფასო მეგობრებო, ახლობლებო და უცნობო ადამიანებო, სიტყვები არ გვყოფნის იმ მადლიერების გამოსახატავად იმ დახმარებისთვის, რაც ჩვენ თქვენგან მივიღეთ.

იმ დროს, როდესაც ჩვენი შვილების ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდება და ხელისუფლება იშველიებს სხვადასხვა არგუმენტებს, რომ ქვეყანაში არ შემოიტანოს მათი სიცოცხლის გამახანგრძლივებელი პრეპარატები, ჩვენ უზარმაზარი მხარდაჭერა მივიღეთ საზოგადოებისგან.

თქვენი მხარდაჭერით ილიაუნის სტუდენტებმა მარათონის ფარგლებში ჩვენთვის შეგროვეს 1 300 000 ლარი, ხოლო გიორგი კალატოზიშვილმა საქართველოს ბანკის პლიუს ქულების მეშვეობით შეაგროვა 120 000 ლარზე მეტი, ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშზე ასევე თანხებს რიცხავს უამრავი კომპანია, ბიზნესმენი, კერძო პირი. ეს კამპანია დღესაც გრძელდება. ამით მტკიცდება, რომ ჩვენ დროში კვლავ არის შესაძლებელი მოხდეს ის სასწაული, რომლის არსებობის ჩვენ უკვე აღარ გვჯეროდა.

მიღებული თანხებით ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრ კარგ საქმეს რათა გავახაროთ ჩვენი ბავშვები და შევამსუბუქოთ მათი მდგომარეობა.

თუმცა, მთავარი ამოცანა ისევ და ისევ წამლების მიღებაა. შესაბამისად, თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ვაგრძელებთ 24 საათიან პროტესტს და ქუჩის სხვა აქციებს და ვითხოვთ სახელმწიფოსგან დიუშენის საწინააღმდეგო თანამედროვე წამლების შემოტანას. სამწუხაროდ დრო ჩვენი შვილების სასარგებლოდ არ მოქმედებს.

ბავშვებისთვის წამლის მოთხოვნით, კვირას, 24 მაისს რუსთაველის მეტროდან სახელმწიფო კანცელარიამდე გაიმართება დიუშენის მარში. გამომდინარე იქიდან რომ 18:00 საათზე იმავე ადგილას სხვა ღონისძიება არის დაგეგმილი დიუშენის მარში გაიმართება საათ-ნახევრის დაგვიანებით - 19:30 ზე.

როგორც მოგეხსენებათ ჩვენ დავიწყეთ ელექტრონული ხელმოწერების შეგროვება.

ჩვენ ასევე ვიწყებთ ფიზიკური ფორმით ხელმოწერების შეგროვებას. მსურველებს შეგიძლიათ მოხვიდეთსახელმწიფო კანცელარიასთან და მოაწეროთ ხელი შესაბამის განცხადებაზე. ან თავად ამობეჭდოთ ფორმა https://shorturl.at/clLuD შეავსებინოთ ადამიანებს და გადმოგვიგზავნოთ ამავე ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ვისაც გაქვთ სურვილი რომ დახმარება გაგვიწიოთ ფიზიკური ფორმით ხელმოწერების შეგროვებაში გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ლინკზე https://forms.gle/2TWQP9krwAM8PWmz6

ყველას დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. სოლიდარობა გადაგვარჩენს!",- წერია განცხადებაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყაზახეთის სასამართლომ Naftogaz-ს Gazprom-ისგან $1.4 მილიარდის ამოღების უფლება მისცა

ყაზახეთის სასამართლომ Naftogaz-ს Gazprom-ისგან $1.4 მილიარდის ამოღების უფლება მისცა

BM.GE

Estée Lauder-მა Puig-თან გაერთიანების მოლაპარაკებები შეწყვიტა

Estée Lauder-მა Puig-თან გაერთიანების მოლაპარაკებები შეწყვიტა

BM.GE

აშშ-მა ტაივანისთვის $14 მილიარდის იარაღის მიწოდება შეაჩერა

აშშ-მა ტაივანისთვის $14 მილიარდის იარაღის მიწოდება შეაჩერა

BM.GE

ხანძრის რისკი და პროგრამული ხარვეზები: Hyundai აშშ-ში 1.6 მილიონამდე ავტომობილს გაიხმობს

ხანძრის რისკი და პროგრამული ხარვეზები: Hyundai აშშ-ში 1.6 მილიონამდე ავტომობილს გაიხმობს

BM.GE