მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - თამარ იოსელიანი
ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - თამარ იოსელიანი

ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - თამარ იოსელიანი

BM.GE12 აგვისტო, 2026, 16:40|bm.ge

„ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, გერმანული კომპანია amd.sigma ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ახორციელებს.

„დოკუმენტი შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი გრძელვადიანი გადაწყვეტილებები დავაფუძნოთ სწორედ ტექნიკურ-ეკონომიკურ გათვლებს. ეს უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ სწორად განვითარდეს ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი. საქართველოში საავიაციო სექტორი სტაბილურად ვითარდება, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში რეკორდული ციფრები ყველა მიმართულებით და სწორედ ეს არის იმის საფუძველი, რომ განვავითაროთ ახალი აეროპორტი, რომელიც შეძლებს რომ მოემსახუროს 20 მილიონ მგზავრს და რომელიც ოპერირებაში უნდა შევიდეს 2032 წლიდან“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, ახალი აეროპორტი კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის დაკავშირებადობას.

„აღნიშნული პროექტი ცხადია მოგვცემს შესაძლებლობას, რომ განვავითაროთ საქართველოს დაკავშირებადობა, ვიყოთ ხიდი ევროპასა და აზიას შორის, შესაბამისად გვქონდეს წვდომა შესაბამის გლობალურ ბაზრებთან და შევძლოთ როგორც მგზავრების მომსახურება, ასევე ტვირთის მომსახურება და შესაბამისი საავიაციო სერვისების გაწევა“, - განაცხადა იოსელიანმა.

ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კვლევას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია amd.sigma strategic airport development GmbH ახორციელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

11 პროგრამა ტექნიკურიდან სოხუმის უნივერსიტეტში გადავიდა - NAEC-მა ცნობარი განაახლა

11 პროგრამა ტექნიკურიდან სოხუმის უნივერსიტეტში გადავიდა - NAEC-მა ცნობარი განაახლა

BM.GE

ალიევი: გვინდა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობები გავაფართოოთ - დღეს გზა საქართველოზე გადის

ალიევი: გვინდა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობები გავაფართოოთ - დღეს გზა საქართველოზე გადის

BM.GE

ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა

ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა

BM.GE

თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში - ინდუსტრიალიზაციის სამი წელი

თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში - ინდუსტრიალიზაციის სამი წელი

BM.GE