მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ალიევი: გვინდა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობები გავაფართოოთ - დღეს გზა საქართველოზე გადის
ალიევი: გვინდა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობები გავაფართოოთ - დღეს გზა საქართველოზე გადის

ალიევი: გვინდა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობები გავაფართოოთ - დღეს გზა საქართველოზე გადის

BM.GE12 აგვისტო, 2026, 17:03|bm.ge

აზერბაიჯანი ევროპულ ბაზარზე ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდასა და საექსპორტო მარშრუტების გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ალიევის თქმით, ქვეყანას საკმარისზე მეტი ენერგორესურსი აქვს და ნავთობისა და გაზის შემდეგ, მიზანი ევროპაში ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბების გაზრდაა.

„დღეს ერთადერთი არსებული მარშრუტი საქართველოსა და თურქეთის გავლით გადის, საიდანაც იგი ევროპისკენ მიემართება. ჩვენ ეს შესაძლებლობები უნდა გავაფართოოთ. კერძოდ, უკვე მზად არის შავი ზღვის ენერგოკაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. თუმცა, მეორე გადამცემი ხაზის არსებობა მხოლოდ განამტკიცებს ჩვენს პოტენციალს“, - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ქვეყნის ენერგოსისტემა ამჟამად მჭიდროდ არის დაკავშირებული მეზობელ ქვეყნებთან რუსეთთან, ირანთან, საქართველოსთან, ხოლო საქართველოს გავლით თურქეთთან.

საექსპორტო პოტენციალის ზრდის პარალელურად, აზერბაიჯანი მუშაობს ალტერნატიულ მარშრუტებზეც. ალიევის თქმით, ზანგეზურის ენერგოდერეფნის პროექტი, რომელიც სომხეთის გავლით ნახჭევანს, ხოლო იქიდან თურქეთსა და ევროპას დააკავშირებს, რეგიონში ენერგოსტაბილურობის დამატებითი გარანტი გახდება.

ამასთან, ალიევმა აღნიშნა, რომ აქტიურად განიხილება კასპიის ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის პროექტიც ყაზახეთთან და უზბეკეთთან თანამშრომლობით, რაც აზერბაიჯანს ენერგიის როგორც მწარმოებელ, ისე მსხვილ სატრანზიტო ჰაბად ჩამოაყალიბებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ელექტროენერგიის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებარუსთავი 2
  • კობახიძე ელექტროენერგიის გათიშვაზე: მიუხედავად უამრავი გამოწვევევისა, სისტემა არის მდგრადიფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: ელექტროენერგიის გათიშვის პირველ ორ შემთხვევასთან დაკავშირებით სუს-ში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებით დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას, მესამე გათიშვას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი - კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები ენგურჰესზეიმედი
  • სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინატვ პირველი
ელექტროენერგიის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

11 პროგრამა ტექნიკურიდან სოხუმის უნივერსიტეტში გადავიდა - NAEC-მა ცნობარი განაახლა

11 პროგრამა ტექნიკურიდან სოხუმის უნივერსიტეტში გადავიდა - NAEC-მა ცნობარი განაახლა

BM.GE

ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - თამარ იოსელიანი

ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - თამარ იოსელიანი

BM.GE

ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა

ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა

BM.GE

თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში - ინდუსტრიალიზაციის სამი წელი

თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში - ინდუსტრიალიზაციის სამი წელი

BM.GE