მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “ვერ შევხვდით სრულად მზად ამ თარიღს”- დღეიდან გიდების სერტიფიცირება სავალდებულო გახდა
“ვერ შევხვდით სრულად მზად ამ თარიღს”- დღეიდან გიდების სერტიფიცირება სავალდებულო გახდა

“ვერ შევხვდით სრულად მზად ამ თარიღს”- დღეიდან გიდების სერტიფიცირება სავალდებულო გახდა

BM.GE2 ივნისი, 2026, 01:21|bm.ge

"მიუხედავად კანონის ამოქმედებისა, ჯერ კიდევ არ არსებობს ტექნიკური რეგლამენტი, სერტიფიცირების პორტალი და დაზღვევის მკაფიო სისტემა", - ასე ეხმაურება მთის გიდების ასოციაციის თანადამფუძნებელი ვანო ვაშაყმაძე, “ტურიზმის შესახებ” კანონში შესულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც დღეიდან გიდების სერტიფიცირება სავალდებულო გახდა.

რეგულაცია ეხება იმ პირებს, რომლებიც სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობას ახორციელებენ. კანონის მიხედვით, სერტიფიკატებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასცემს.

"საქმის კურსთან" ინტერვიუში ვაშაყმაძე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადმინისტრაციის კომპეტენციას ამ სპეციფიკურ სფეროში და მიიჩნევს, რომ პროცესში პროფესიული ასოციაციების ჩართულობა გადამწყვეტია. მისი თქმით, “ტურიზმის შესახებ” კანონი სექტორის განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მისი აღსრულების მექანიზმები ჯერ კიდევ დასახვეწია და ინდუსტრიასთან მეტ კოორდინაციას მოითხოვს.

“როგორც ჩანს, ჩვენ ვერ შევხვდით სრულად მზად ამ თარიღს [1 ივნისი], მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქმე არ კეთდებოდა. ჩემი აზრით, კარგად დაფიქრება უნდა ეს ცვლილებები რას გამოიწვევს რეალურად, ან რა მოხდება ამის მერე.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში მითხრეს პასუხისმგებელმა პირებმა, ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ასეთი რეგულაციის შემოღების წინ, ერთ თვეში იქნება მაგიდაზე.

ასევე სერტიფიკაციის წესი, რომელიც ასევე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელშია დღეს გადასული, მომზადდება და დაახლოებით თვე-თვენახევრის განმავლობაში გაჩნდება პორტალი. გვითხრეს, რომ დაზღვევასთან დაკავშირებით საკითხები მოგვარდება და ესეც გაჩნდება. მე მინდა მართლა დავიჯერო ეს ყველაფერი.

ამასთან, რეგულაცია შევიდა ძალაში, მაგრამ ჯარიმები არ იქნება ერთი წლის განმავლობაში, თუმცა კანონში ცვლილებებში რომ ჩახედოთ, ყველაზე თვალსაჩინო ის არის, რომ ჯარიმებზე არის დიდი აქცენტი და ეს ჯარიმები გაორმაგებულია პირველად ვერსიასთან შედარებით, რაც ცოტა არ იყოს უხერხულია.

როგორც მე დამიდასტურეს, ტურიზმის ადმინისტრაცია იქნება მასერტიფიცირებული ორგანო. ჩემი აზრით, მან რომ შეითავსოს ავტორიზაციის ორგანოს როლი, უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია. ანუ თუ შენ ვიღაცა გაძლევს ავტორიზაციას, ის შენს საქმეს უნდა კარგად იცნობდეს. მეეჭვება ტურიზმის ადმინისტრაციაში მუშაობდნენ ხალხი, რომელსაც გავლილი აქვთ რთული მარშრუტები და სტუმრები უტარებიათ. ამიტომაც მათ სჭირდებათ ავტორიზაციის ორგანო”,-აცხადებს ვანო ვაშაყმაძე.

კანონის მიხედვით, მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების უსერტიფიკატოდ განხორციელება 3 000-დან 6 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. შეიცვალა ამ ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების სავალდებულო დაზღვევის მოდელიც. თუ კანონის ძველი ვერსიით, ყველა მიმწოდებელს მოეთხოვებოდა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებებით, მთავრობის დადგენილებით დიფერენცირებულად განისაზღვრება, თუ რომელ სუბიექტს დასჭირდება მხოლოდ პროფესიული, მხოლოდ სამოქალაქო, თუ ორივე სახის დაზღვევა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • მერცი: სრულიად მიუღებელია ევროპული ინსტიტუტებისთვის 2 500 ახალი პოზიციის შექმნა - ჩვენ ამას არ შევეგუებითიმედი
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE