მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვფიქრობ, მომავალში [ტრამვაის] ხაზების დამატებაც იქნება შესაძლებელი | კახა კალაძე
ვფიქრობ, მომავალში [ტრამვაის] ხაზების დამატებაც იქნება შესაძლებელი | კახა კალაძე

ვფიქრობ, მომავალში [ტრამვაის] ხაზების დამატებაც იქნება შესაძლებელი | კახა კალაძე

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 17:32|bm.ge

თბილისის მერი აცხადებს, რომ ტრამვაის პროექტი მომავალში განვითარდება და დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის პროექტი 7.5-კილომეტრიანი ხაზისა და ტრამვაის დეპოს მშენებლობას, სხვა ხაზებიც დაემატება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას და არ მინდა, რომ ეს იყოს პირველი და ბოლო ტრამვაის პროექტი. დედაქალაქს ნამდვილად სჭირდება ასეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს მოემსახურება, სხვადასხვა უბანსა და რაიონს ერთმანეთთან დააკავშირებს. ვფიქრობ, მომავალში დამატებითი ხაზების დამატებაც იქნება შესაძლებელი და ეს პროექტი გაგრძელდება. ამასთან, დაკავშირებით ბევრი კითხვა იყო, თუ როდის დაიწყებოდა პროექტის განხორციელება. დღეს უკვე ის დღეა, როდესაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი და სამუშაოები დაიწყება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქში ტრამვაის დაბრუნების პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო. პროექტის განხორციელების შესახებ თბილისის მერიამ თურქულ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი დღეს მოაწერა. პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და მისი დასრულება 36 თვეშია დაგეგმილი, ხოლო პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 288 მილიონი ლარია. ღონისძიების შემდეგ BMG-მ კახა კალაძეს ჰკითხა როდის გამოცხადდება ტრამვაის მოძრავ შემადგენლობებზე ტენდერი, რაზედაც თბილისის მერს კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა.

„ვერ გეტყვით. უახლოეს მომავალში, აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ რამდენეტაპიანი უნდა იყოს ტენდერი, როგორი უნდა იყოს შემადგენლობა და ასე შემდეგ“, - განაცხადა კალაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • კახა კალაძე: პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზმით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმესიმედი
  • კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნითრუსთავი 2
  • კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურადფორმულა
  • კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალზე კომენტარს აკეთებსტვ პირველი
კალაძე →

მსგავსი სტატიები

აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ

აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ

BM.GE

„ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს“ - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე

„ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს“ - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე

BM.GE

ირაკლი კობახიძე ღირსეული პრემიერ-მინისტრია | კახა კალაძე

ირაკლი კობახიძე ღირსეული პრემიერ-მინისტრია | კახა კალაძე

BM.GE

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

BM.GE