მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად
კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად

კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად

ფორმულა|formulanews.ge

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად - ფაქტით, რომელიც არის დადასტურებული სუიციდი, სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილს, სადაც ის უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებებზე საუბრობს.

„ძალიან რთულია და მიჭირს, არ მსიამოვნებს საუბარი, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს ეხება. ის არის ყოფილი თანაგუნდელი, რომელსაც აღიარებული აქვს ის ბრალი, რაც წაუყენეს და ამისთვის იხდის სასჯელს. შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის ჩემთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. იგივე კონკრეტული ფაქტი, რომელიც არის დადასტურებული სუიციდი, ამ ფაქტით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად.

ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ირაკლი ღარიბაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის მტრები ერთად ლაპარაკობენ, ძალიან მძიმე სანახავია. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები, მეტი არაფერი.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხვადასხვა რაღაცაზე ისაუბროს. მაგრამ ეს ვერ იქნება საფუძველი იმისა, რომ გამოძიება დაიწყოს. რაღაც ხომ უნდა არსებობდეს, ფაქტი, მტკიცებულება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ყველაფერზე ისაუბროს, მითუმეტეს როცა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. ბევრჯერ გვინახავს ამ ტიპის პოლიტიკური სპეკულაციები, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყველაფერი ცხადი და ნათელია.

რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის საქმეს, მგონი, ყველაფერი ცხადი და ნათელია. თორნიკეს ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო. მაგრამ წერილით რაც მისი მხრიდან იქნა დაწერილი, ყველაფერი ცხადი და ნათელია“,- განაცხადა კალაძემ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 137 სტატია.

  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
  • დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის - „ასავალ - დასავალის“ დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდებაიმედი
  • "მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე შეცდომები დაუშვა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გამოიწვია" - ღარიბაშვილიBM.GE
  • "პირველების" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევატვ პირველი
ღარიბაშვილის →კალაძე →

მსგავსი სტატიები

პენიტენციური ღარიბაშვილზე: პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა

პენიტენციური ღარიბაშვილზე: პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა

ფორმულა

ზელენსკის განცხადების შემდეგ, თურქულმა ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართულებით რეისები გააუქმეს

ზელენსკის განცხადების შემდეგ, თურქულმა ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართულებით რეისები გააუქმეს

ფორმულა

იოსელიანი: ციხის ადმინისტრაციის ცნობით, წამახალისებელი პაემანი რემონტის გამო ვერ ჩაინიშნა

იოსელიანი: ციხის ადმინისტრაციის ცნობით, წამახალისებელი პაემანი რემონტის გამო ვერ ჩაინიშნა

ფორმულა

პაპუაშვილი ღარიბაშვილზე: სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანას შედეგი არ მოაქვს

პაპუაშვილი ღარიბაშვილზე: სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანას შედეგი არ მოაქვს

ფორმულა