მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ვფიქრობთ, გზა ამ კვირაშივე აღდგება" - ახმეტის მერია თუშეთში გზის ჩამოშლაზე
„ვფიქრობთ, გზა ამ კვირაშივე აღდგება" - ახმეტის მერია თუშეთში გზის ჩამოშლაზე

„ვფიქრობთ, გზა ამ კვირაშივე აღდგება" - ახმეტის მერია თუშეთში გზის ჩამოშლაზე

BM.GE20 ივლისი, 2026, 16:52|bm.ge

თუშეთის მიმართულებით დაზიანებული გზის აღდგენას ადგილობრივი ხელისუფლება მიმდინარე კვირაში ვარაუდობს. ამის შესახებ BM.GE-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ზურაბ ფილაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ და გზის აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

"ვფიქრობთ, გზა ამ კვირაშივე აღდგება. ადგილზე ასულები არიან ჩვენი წარმომადგენლები და მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს გზის აღდგენა. უხვი ნალექი იყო და ამის გამო მოხდა გზის ჩანგრევა", - განაცხადა ფილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უხვი ნალექისა და თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად მდინარეების დონემ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, რის გამოც სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდთან მისასვლელი გზა ჩამოიშალა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, წყლის ძლიერმა ნაკადმა ხიდის მისასვლელ მონაკვეთზე საყრდენი სრულად გამორეცხა, რამაც გზის საფუძვლის მთლიანად ჩამოშლა გამოიწვია. დაზიანებული ხიდი სოფელ შენაქოსა და დიკლოს ომალოსთან, ასევე ბარის მიმართულებასთან აკავშირებს, რის შედეგადაც აღნიშნული სოფლების მოსახლეობის გადაადგილება მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

4 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

4 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდა

ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდა

BM.GE

GPR Nuts: არ ვფიქრობთ, რომ წელს ქართული თხილის საექსპორტო ფასები ძალიან მაღალი იქნება

GPR Nuts: არ ვფიქრობთ, რომ წელს ქართული თხილის საექსპორტო ფასები ძალიან მაღალი იქნება

BM.GE

"მანჩესტერ სიტიმ" ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხით რეკორდი მოხსნა

"მანჩესტერ სიტიმ" ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხით რეკორდი მოხსნა

BM.GE