მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით პრობლემები არ შეიქმნება - სტალინის მუზეუმი უცხოელი გიდების საქმიანობის აკრძალვაზე
ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით პრობლემები არ შეიქმნება - სტალინის მუზეუმი უცხოელი გიდების საქმიანობის აკრძალვაზე

ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით პრობლემები არ შეიქმნება - სტალინის მუზეუმი უცხოელი გიდების საქმიანობის აკრძალვაზე

BM.GE11 მაისი, 2026, 01:39|bm.ge

1-ლი მაისიდან უცხოელ გიდებს საქართველოში ჯგუფური ტურების ჩატარება აეკრძალათ. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით BM.GE გორში მდებარე სტალინის სახელმწიფო მუზეუმს დაუკავშირდა, რომელიც საქართველოს მუზეუმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადია.

მუზეუმში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სერვისის მიწოდებას შეუფერხებლად შეძლებენ, რადგან დაწესებულებას მრავალენოვანი გიდების რესურსი უკვე გააჩნია.

„სტალინის სახელმწიფო მუზეუმში გვყავს ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი, რუსულენოვანი და ფრანგულენოვანი გიდები. არის შემთხვევები, როდესაც ტურისტულ კომპანიას ჰყავს თარჯიმანი და ლექციას ჩვენი გიდი ატარებს. ეს ეხება იმ ვიზიტორებს, რომლებიც აღნიშნულ ენებს არ ფლობენ“, – განუცხადეს მუზეუმში.

მათივე ინფორმაციით, მუზეუმი აქტიურად თანამშრომლობს ტურისტულ კომპანიებთან და შესაბამისი ხელშეკრულებებიც გაფორმებული აქვს. ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ კომპანიები ახალი რეგულაციების პირობებშიც უზრუნველყოფენ ნებართვის მქონე გიდების ჩართულობას: „ვთანამშრომლობთ ტურისტულ კომპანიებთან და ვიმედოვნებთ, რომ მათ ეყოლებათ შესაბამისი ნებართვის მქონე გიდები, რის შედეგადაც ამ მიმართულებით პრობლემები არ შეიქმნება“, – აცხადებენ მუზეუმში.

1 მაისიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულების ახალი ეტაპი დაიწყო. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს, რამდენად იცავენ დამსაქმებლები და უცხოელი დასაქმებულები კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს. დადგენილების მიხედვით, მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა.

ახალი წესის №3 დანართის მიხედვით, შემდეგ საქმიანობებზე დაწესდა ნულოვანი კვოტა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს ამ სფეროების ჩაკეტვას უცხოელებისთვის:

• საკურიერო მომსახურება - კვოტა 0; • მგზავრების გადაყვანა (ტაქსი/ტრანსპორტი) კვოტა 0; • გიდების სერვისი - კვოტა 0.

კანონის ნორმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას. ფინანსური სანქციები გავრცელდება როგორც კომპანიებზე, ისე დასაქმებულებზე, მათ შორის თვითდასაქმებულ უცხოელებზეც.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 94 სტატია.

  • პარტიების აკრძალვა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში – საიას მიმოხილვანეტგაზეთი
  • საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვსფორმულა
  • პარტიების აკრძალვის პროცესი "ქართული ოცნების" ნება კი არა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება და კონსტიტუციური აქტია, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისია - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2
  • “ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენტვ პირველი
აკრძალვის →

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE