მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ მოსამართლეები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას განიხილავენ?
ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ მოსამართლეები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას განიხილავენ?

ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ მოსამართლეები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას განიხილავენ?

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 21:42|bm.ge

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა მიმდინარეობს. შესაბამისი სარჩელი „ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.

კერძოდ, მოთხოვნილია შემდეგი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა: „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.

ვინ განიხილავს სარჩელს?

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა, ორი ადგილი კი ვაკანტურია. სარჩელის განხილვის დაწყებამდე თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა მანანა კობახიძემ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიაა. ბიოგრაფიის თანახმად, ის მუშაობდა:

• 2002-2005 წლებში - „ადვოკატთა კავშირი XXI- ში“ ადვოკატად; • 2005-2006 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად; • 2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ; • 2009-2010 წლებში - ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და, მოსამართლის უფლებამოსილებას მივლინების საფუძველზე ახორციელებდა ფოთის საქალაქო სასამართლოში; • 2010-2016 წლებში - ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; • 2012-2016 წლებში - ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; • 2016 წლის თებერვლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; • 2016-2017 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე; • 2017-2018 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე; • 2019 წლის ოქტომბრიდან აირჩა საპროკურორო საბჭოს წევრად; • 2017-2020 წლებში - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; • 2018 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის 12 ივლისამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე; • 2021 წლის 12 ივლისს არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ; • 2022 წლის 18 აპრილიდან 2024 წლის 11 აპრილამდე იყო სადისციპლინო პალატის წევრი, ხოლო 2023 წლის 5 ოქტომბრიდან 2024 წლის 11 აპრილამდე იყო სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე; • 2024 წლის 11 აპრილიდან 2024 წლის 12 ოქტომბრამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი და თავმჯდომარე; • 2024 წლის 12 ოქტომბერს არჩეულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად; • 2025 წლის 3 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 8 აპრილიდან, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას; • 2025 წლის 16 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ.

რევაზ ნადარაიას უახლესი ქონებრივი დეკლარაცია 2025 წელს აქვს ჩაბარებული. მის საკუთრებაში რამდენიმე უძრავი ქონებაა:

• 2024 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთი მარტვილში (სოფელი დიდი ჭყონი, 1438 კვ.მ. - ფლობს 25%-ს): • მიწის ნაკვეთი და სახლი თბილისში (დიღომი, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ., 546 კვ.მ.) - მიწა შეიძინა 2014 წელს 32,700 დოლარად, სახლი კი აშენდა 2017 წელს, 100,000 დოლარის დანახარჯით. • აქვს მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები მარტვილში (სოფელი დიდი ჭყონი, 2480 კვ.მ. და 4020 კვ.მ. - ფლობს ორივეს 33%-ს): • ფლობს 509 კვ.მ მიწის ნაკვეთის 16,7%-ს თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე და სარდაფს • მისმა მეუღლემ, ნანა ციკოლიამ 2023 წელს, 28,500 დოლარად იყიდა მსუბუქი ავტომანქანა (Mercedes Benz GLC 43 AMG). • 2018 წელს აქვს აღებული 92,000 დოლარის ოდენობის სესხი, რომლის მომსახურებაზე 2024 წელს 9773 დოლარი დახარჯა. • რევაზ ნადარაიამ 2024 წელს მიიღო ხელფასი საქართველოს უზენაესი სასამართლოდან (145,093.92 ლარი), საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან (2,499.71 ლარი) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (289.44 ლარი). მეუღლემ (ნანა ციკოლია) იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან მიიღო 24,000 ლარი. • ფიქსირდება გასავლები ორი შვილის სწავლის საფასურის გადახდისთვის (7,994.1 ლარი და 8,814 ლარი)

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, პირველი კოლეგიის თავმჯდომარე ვასილ როინიშვილი. გამოცდილება:

• 2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. • 2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების ორგანოთა საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი. • 2002-2003 წლებში ეკავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო წარმოებათა სამმართველოს უფროსის თანამდებობა. • 2003 წელს იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი. • 2004 წელს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში. • 2004-2006 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; კადრების სამმართველოს უფროსი. • 2006-2008 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი. • 2008-2009 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე. • 2009 წელს იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი. • 2009-2020 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე (სხვადასხვა დროს იყო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე). • 2020 წლის 29 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილების - №28/პლ საფუძველზე დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 17 ივნისიდან, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას. • 2020 წლის 25 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ

ქონებრივი დეკლარაცია 2026 წელს ჩააბარა. ვასილ როინიშვილი უთითებს შემდეგ ქონებას:

• მიწის ნაკვეთი მცხეთაში (საგურამო, 1500 კვ.მ.): ფლობს 100%-ს, რომელიც მიიღო მემკვიდრეობით 2021 წელს. • ბინა და ავტოფარეხი თბილისში (ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქ.): ბინა (130.3 კვ.მ.) – შეძენილია 2011 წელს, 146,000 ლარად. ავტოფარეხი (18 კვ.მ.) – შეძენილია 2011 წელს, 10,000 ლარად. • ბინა და ავტოფარეხი ბათუმში (ექვთიმე თაყაიშვილის ქ.): ბინა (100.3 კვ.მ.) – შეძენილია 2020 წელს, 122,260 ლარად. ავტოფარეხი (24.1 კვ.მ.) – შეძენილია 2020 წელს, 15,000 ლარად. • ბინა თბილისში (სულხან ცინცაძის ქ., 64 კვ.მ.): ფლობს მეუღლე, დიანა ცინდელიანი. შეძენილია 2024 წელს, 142,290 ლარად. • თავად მიმდინარე ანგარიშებზე ჯამში აქვს 62,966 ლარი და 2,950 დოლარი, მეუღლე, დიანა ცინდელიანი ფლობს 440,000 ლარის ანაბარს „ბანკ ქართუში“. • ვასილ როინიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის საქმიანობით მიიღო ხელფასი 163,720.57 ლარის და 2,400 ლარის ოდენობით. • ფიქსირდება გასავალი სარემონტო სამუშაოებისთვის (5,000 ლარი).

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ევა გოცირიძე:

• 1992-1996 წლებში იყო საქართველოს უზენაეს სასამართლოს უფროსი კონსულტანტი. • 1994-1997 წლებში გახლდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის წევრი, ხოლო 1995-1999 წლებში - ჟურნალ „მართლმსაჯულების მაცნეს" სარედაქციო კოლეგიის წევრი. • 1996 წელს გაიარა TACIS-ის მენეჯმენტის კურსი. • 1996-1997 წლებში იყო უზენაეს სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის განზოგადების განყოფილების უფროსი. • 1996-1997 წლებში ხანგრძლივი სამეცნიერო სტაჟირებით იმყოფებოდა უეინის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიჩიგანი, აშშ, სადაც, გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა, ახორციელებდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. ამავე უნივერსიტეტში მან გაიარა ინგლისური ენის სპეციალური კურსიც. • 1998 წელს სტაჟირება გაიარა ქ. ჰანოვერის ფედერალიზმის ინსტიტუტში (გერმანია). • 1997 წელს არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, სადაც საქმიანობდა 2000 წლამდე. • 1998 წელს გახდა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, სპეციალიზაცია: კონსტიტუციური სამართალი, საერთაშორისო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); სადისერტაციო შრომა: „იმპიჩმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, (კონსტიტუციური დილემები)". • 2000-2005 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მისივე დაარსებული ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი, ხოლო 2005-2006 წლებში - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრჩეველი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართალში. • 2006 წელს, დისერტაციის დაცვის შემდეგ, მიენიჭა საერთაშორისო სამართლის დოქტორის კვალიფიკაცია ("Magna Cum Laude"), სპეციალიზაცია: საერთაშორისო სამართალი; სადისერტაციო შრომა: „გამოხატვის თავისუფლება ღირებულებათა კონფლიქტში (სტრასბურგის სასამართლოს იურისპრუდენციის მიხედვით“). • 2007-2013 წლებში გახლდათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონტრაქტორი სასამართლოს იურისპრუდენციის დამუშავებისა და თარგმნის საკითხებზე (HRTF translations project). • 2007 წელს გაიარა სტაჟირება და ტრენინგი ევროპის სამართლის აკადემიაში (ტრირი, გერმანია); ხოლო 2009 წელს ისრაელის უმაღლეს სასამართლოსა და ქნესეთში. მიღებული აქვს: OSCE, TACIS, ABA, ERA და "შტატის სასამართლოთა ეროვნული ცენტრის" (The National Centre of State Courts) (აშშ) საერთაშორისო სერტიფიკატები. • 2009-2013 წლებში იყო დამცველი ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრების საკითხებზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2010 წელს მიღებული აქვს საადვოკატო ლიცენზია სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. • 2012 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორია (საკონსტიტუციო სამართალი, ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართალი). • 2013 წელს გაიარა სტაჟირება და ტრენინგი სამოსამართლო ქცევის კალიფორნიის კომისიაში (სან-ფრანცისკო); 2014 წელს საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოების ავუეთა (Avoués) ეროვნულ პალატაში (პარიზი); 2014 წელს დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოში; 2015 წელს - ესპანეთის მართლმსაჯულების მთავარ საბჭოში (მადრიდი). • 2013-2016 წლებში იყო საქართველოს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდიანიციო საბჭოს წევრი. • 2013-2017 წლებში გახლდათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ამავე წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. • 2015 წელს გახდა ადამიანის უფლებათა ეროვნული მწვრთნელი, ( გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში). • 2016 წლიდან არის აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი. • 2017 წლის 1 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. 2018 წლის 12 იანვრიდან, ფიცის დადების დღიდან შეუდგა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.

ევა გოცირიძის 2026 წელს ჩაბარებული დეკლარაციის თანახმად:

• ჩუქებით მიიღო მიწის ნაკვეთი გარდაბანში (სოფელი თელეთი, 1300 კვ.მ.) 2014 წელს. • ბინა თბილისში (ადამ მიცკევიჩის ქ., 20 კვ.მ.): შეძენილია 2016 წელს 8,000 ლარად. • ბინა თბილისში (სან-ზონა, 71.86 კვ.მ.): ფლობს 50%-ს (მიღებულია მემკვიდრეობით 2014 წელს). • მიწის ნაკვეთი ამბროლაურში (სოფელი ხოტევი, 3338 კვ.მ.): ფლობს 50%-ს (მიღებულია მემკვიდრეობით 2011 წელს). • ბინა თბილისში (ილია ჭავჭავაძის გამზირი, 223.75 კვ.მ.): ფლობდა 100%-ს (შეძენილია 2016 წელს, 450,223 ლარად). • ნაღდი ფულის სახით აქვს 5,000 ევროს და 17,000 დოლარის დანაზოგი. სახელფასო ანგარიშზე უთითებს 22 330 ლარს. • მიიღო შემდეგი შემოსავლები: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (მოსამართლე): 156,916 ლარი და 2,461 ლარი. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (პროფესორი): 25,084 ლარი. კომერციული ფართის იჯარიდან მიღებული შემოსავალი (ფართის გასხვისებამდე) შეადგენდა 14,524 ლარს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი გიორგი თევდორაშვილი. სამუშაო გამოცდილება:

• 1999–2000 წლებში ეკავა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა. • 2000–2004 წლებში მუშაობდა ქართულ–ბრიტანული ერთობლივი საწარმოს შპს „მერფი–ჯორჯიას“ იურისტად. • 2003 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (Ph.D). • 2004–2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე. • 2006–2008 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანალიტიკური ჯგუფის მთავარი მრჩევლის თანამდებობაზე. • 2006–2011 წლებში კითხულობდა ლექციებს კავკასიის სამართლის სკოლაში საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით. • 2008–2012 წლებში ეკავა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის იურიდიული, მეთოდოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობა. • 2012 წლიდან - 2021 წლამდე ეკავა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა და იყო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (MONEYVAL) კომიტეტში. • 2003 წლიდან დღემდე ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, არის სამართლის დოქტორი, იურიდიული ფაკულტეტის საკონსტიტუციო სამართლის ასოცირებული პროფესორი და სადისერტაციო საბჭოს წევრი. მიჰყავს სასწავლო კურსები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე • საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის რეცენზენტი, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოების თანაავტორი. • 2021 წლის 13 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების - № 287 საფუძველზე დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, ამავე წლის 5 აგვისტოს, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას. • 2021 წლის 1 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად.

2026 წელს ჩაბარებული დეკლარაციის თანახმად, გიორგი თევდორაშვილის ქონება ასეთია:

• მიწის ნაკვეთი თბილისში (სოფელი ტაბახმელა, გუდელისის ქ., 222 კვ.მ. და შენობა-ნაგებობები): ფლობს 50%-ს. შეძენილია 2019 წელს. • ბინა თბილისში (პეკინის გამზირი, 98.55 კვ.მ. სხვენით): ფლობს 50%-ს, მიღებულია ჩუქებით მშობლისგან. • ბინა თბილისში (პეტრე ქავთარაძის ქ., 45 კვ.მ.): ფლობს 100%-ს (შეძენილია 2019 წელს, 33,750 აშშ დოლარად). • ბინა ბათუმში (ფარნავაზ მეფის ქ., 89.4 კვ.მ.): ფლობს 100%-ს (შეძენილია 2021 წელს, 40,000 აშშ დოლარად). • მიწის ნაკვეთი და შენობები თბილისში (სოფელი ტაბახმელა, გუდელისის ქ., 1001 კვ.მ.): ფლობს 50%-ს, შეძენილია 2012 წელს, 65,000 აშშ დოლარად. • აქვს 68 000 ლარის და 21 501 დოლარის საბანკო ანაბრები. • შემოსავლები: საკონსტიტუციო სასამართლო (მოსამართლე, სასამართლოს მდივანი): ხელფასი — 164,539 ლარი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ასოცირებული პროფესორი): 21,356 ლარი, ტექნიკური უნივერსიტეტი (საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე): 1,206 ლარი. • 2025 წელს 52 381 გადაიხადა იპოთეკური სესხის დასაფარად.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გოგა კიკილაშვილის სამუშაო გამოცდილება ასეთია:

• 2012-2018 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მრჩეველი. • 2015 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. • 2018-2022 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. • 2018 წლიდან დღემდე არის ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. • 2019-2023 წლებში იყო დირექტორი იურიდიულ ფირმაში „კიკილაშვილი და კომპანია“. • 2019-2023 წლებში იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის ზედამხედველი ადვოკატი. • 2019-2024 წლებში იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, 2024 წლიდან დღემდე არის ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. • 2020-2023 წლებში იყო კოლექტიური შრომითი დავების მედიატორი. • 2022 წლიდან დღემდე არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აკრედიტებული ტრენერი. • 2020-2023 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. • 2020-2023 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი. • 2023-2026 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი. • 2025-2026 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი. • 2025 წლიდან დღემდე არის სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი. • 2022 წელს (ივნისი-ნოემბერი) რუსთაველი-DAAD ერთობლივი პოსტ-სადოქტორო პროგრამის ფარგლებში იყო რეგენსბურგის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი (რეგენსბურგი, გერმანია). • 2023 წელს (ივნისი-სექტემბერი) იყო ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი ევროკავშირის სტიპენდიები ქართველ მკვლევართათვის საგრანტო კონკურსის ფარგლებში (ფრანქფურტი ოდერზე, გერმანია). • 2023 წელს (სექტემბერი-ნოემბერი) რუსთაველი-DAAD ერთობლივი პოსტ-სადოქტორო პროგრამის ფარგლებში იყო რეგენსბურგის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი (რეგენსბურგი, გერმანია). • 2023 (დეკემბერი) – 2024 (იანვარი) წლებში DAAD-ის კვლევითი ვიზიტები უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის სტიპენდიით იყო რეგენსბურგის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი (რეგენსბურგი, გერმანია). • 2024 (დეკემბერი) - 2025 (იანვარი) წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში იყო ,,დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შესახებ სამართლებრივი წიგნიერების გაძლიერების პროექტის” აკადემიური ხელმძღვანელი და მკვლევარი. • 2025 წელს (მაისი) Erasmus + პერსონალის მობილობის პროგრამით სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა კამპანიას ლუიჯი ვალვიტელის უნივერსიტეტში (კასერტა, იტალია) • 2025 წელს (სექტემბერი-ნოემბერი) რუსთაველი-DAAD ერთობლივი პოსტ-სადოქტორო პროგრამის ფარგლებში იყო რეგენსბურგის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი (რეგენსბურგი, გერმანია). • არის ორმოცამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი/თანაავტორი ქართულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის: 5 მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო, 2 კომენტარები, 2 სასწავლო მასალების კრებული. • 2026 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტის №235 ბრძანებულების საფუძველზე დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 5 ოქტომბრიდან, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.

გოგა კიკილაშვილს ქონებრივი დეკლარაცია ჯერჯერობით შევსებული არ აქვს, რადგან პოსტზე მიხეილ ყაველაშვილმა 22 სექტემბერს წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ გოგა კიკილაშვილის მამა ხვიჩა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზენაესმა სასამართლომ დანიშნა. იმის მიუხედავად, რომ თანამდებობაზე 10 წელი უნდა ემუშავა, 5 წელში პირადი განცხადებით უარი თქვა მუშაობის გაგრძელებაზე.

ხვიჩა კიკილაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის პერიოდში, 2023 წელს, მისი ვაჟი, გოგა კიკილაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად აირჩიეს. საბჭო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს უვადოდ ნიშნავს. გოგა კიკილაშვილის არჩევა დროში დაემთხვა მამის მიერ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ სარჩელის მხარდაჭერას. მაშინ გოგა კიკილაშვილმა მის მიმართ გაჩენილ კითხვებს უპასუხა, რომ მის არჩევას ნათესაურ კავშირებს კი არა, პროფესიულ კვალიფიკაციას უკავშირებდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გიორგი მოდებაძე

• 2010 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტი. • 2010 წელს ჩააბარებული აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის, მოსამართლის თანაშემწის გამოცდა. • 2010-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი. • 2011-2016 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ. • 2014-2018 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ორგანიზებული არაერთი ტრენინგის მონაწილე და მომხსენებელი. • 2016-2018 წლებში მიიღებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. • 2016-2024 წლებში ეკავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამდივნოს უფროსის თანამდებობა. • 2018 წელს იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სერტიფიცირებული მოხელე - ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის სიახლეები და კორუფციის პრევენციის მექანიზმებში’’; • 2021 წელს - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სერტიფიცირებული მოხელე - ,,ლიდერობა და მართვა საჯარო სამსახურში’’; • 2024 წელს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერის თანამდებობაზე. • 2024- 2025 წლებში იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე. • 2025 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების - №243 საფუძველზე დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 24 ოქტომბრიდან, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.

გიორგი მოდებაძის 2026 წელს ჩაბარებული დეკლარაციით:

• ფლობს ბინას თბილისში (ზურაბ ანჯაფარიძის ქ., 70.48 კვ.მ.): მიღებულია ჩუქებით 2018 წელს. • მსუბუქი ავტომანქანა (Toyota Venza, 2022): მესაკუთრეა მეუღლე, ქეთევან კურცხალია (შეძენილია 2025 წლის ნოემბერში 16,300 აშშ დოლარად). • მსუბუქი ავტომანქანა (Hyundai Elantra, 2016): ასევე ეკუთვნოდა მეუღლეს (შეძენილი 2023 წელს 7,200 დოლარად), რომელიც გასხვისდა 2026 წელს 5,200 დოლარად • გიორგი მოდებაძის მიმდინარე ანგარიშზე ფიქსირდება 20,000 აშშ დოლარი და 4,092 ლარი. • გიორგი მოდებაძემ 2025 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან (მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციაზე 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე) მიიღო 52,403 ლარი, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოდან - 36,987 ლარი. • მეუღლემ, ქეთევან კურცხალიამ (იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში მოსამართლის პოზიციაზე) მიიღო 117,847 ლარი.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი სერგო მეთოფიშვილის ბიოგრაფია ასეთია:

• 1987-1987 წლებში იყო წალკის რაიონის პროკურატურის სტაჟიორი პროკურორის თანაშემწე • 1987-1988 წლებში იყო ახალქალაქის რაიონის პროკურატურის სტაჟიორი გამომძიებელი. • 1989 წლის იანვრიდან აპრილამდე იყო ახალქალაქის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი. • 1989-1992 წლებში მუშაობდა დმანისის რაიონის პროკურატურის გამომძიებლად. • 1992 წლის თებერვლიდან ივლისამდე იყო დმანისის რაიონის პროკურორის თანაშემწე. • 1992-1993 წლებში იყო მთავარი სამხედრო პროკურატურის გამომძიებელი. • 1993-1994 წლებში იყო ახალციხის სამხედრო პროკურორის მოადგილე. • 1994-1997 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მთავარი სამხედრო პროკურატურის საერთო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი პროკურორი. • 1997-2002 წლებში იყო მთავარი სამხედრო პროკურატურის შეიარაღებულ ძალებში მოკვლევისა და ადამიანთა უფლებების დაცვის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი პროკურორი. • 2002 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე იყო პროკურორის უფროსი თანაშემწე მთავარი სამხედრო პროკურატურის სასჯელთა აღსრულებისას კანონის შესრულებაზე ზედამხედველობის ჯგუფში. • 2002-2003 წლებში იყო მთავარი სამხედრო პროკურატურის კადრების, ორგანიზაციული უზრუნველყოფის, სტატისტიკისა და კონტროლის განყოფილების უფროსის მოადგილე. • 2003 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე იყო მთავარი სამხედრო პროკურატურის განყოფილების პროკურორ-კრიმინალისტი. • 2003-2004 წლებში იყო მთავარი სამხედრო პროკურატურის სასჯელთა აღსრულებისას კანონის შესრულებაზე ზედამხედველობის ჯგუფში პროკურორის უფროსი თანაშემწე. • 2004-2005 წლებში იყო მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში სს დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი. • 2005-2006 წლებში იყო მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი. • 2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციაში. • 2009-2010 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. • 2010-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. • 2009-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. • 2011-2013 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. • 2013-2016 წლებში იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. • 2016 წლის თებერვლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. • 2016 წლის 20 თებერვალს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და 18 მარტიდან დაიწყო უფლებამოსილების განხორციელება. • 2016-2021 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. • 2021 წლის მარტიდან სექტემბრამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. • 2021 წლის აპრილიდან სექტემბრამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. • 2021-2025 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე. • 2025 წლის ივლისიდან 2026 წლის 1 აგვისტომდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე. • 2026 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილების - №14/პლ საფუძველზე დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 5 ოქტომბრიდან, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.

მას ქონებრივი დეკლარაცია ჯერჯერობით არ აქვს შევსებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვანეტგაზეთი
  • NGO-ები: პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა ავტოკრატიზაციის უმძიმესი ეტაპიაფორმულა
  • პარტიების აკრძალვა 2008 წლის ომთან კი არ არის დაკავშირებული, პარტიების აკრძალვა დაკავშირებულია იმასთან, რომ არჩევნების შედეგებს არასდროს აღიარებენ და ყოველ ჯერზე დემონსტრაციებით ცდილობდნენ არეულობის მოწყობას - ნიკოლოზ სამხარაძერუსთავი 2
  • ღალატის პროცესი - ელენე ხოშტარია პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზეტვ პირველი
აკრძალვის →პარტიების →

მსგავსი სტატიები

“მყისიერი რეაგირება უნდა მოხდეს რეგულირებადი კომპანიების მიერ” - რა ვიცით დენის სისტემურ გათიშვაზე?

“მყისიერი რეაგირება უნდა მოხდეს რეგულირებადი კომპანიების მიერ” - რა ვიცით დენის სისტემურ გათიშვაზე?

BM.GE

როგორ შეიცვალა ნავთობის და გაზის ფასები?

როგორ შეიცვალა ნავთობის და გაზის ფასები?

BM.GE

მთავრობამ ₾114.6 მილიონის უცხოური გრანტის მიღებაზე ნებართვა 215 განაცხადზე გასცა | რამდენია მომლოდინე?

მთავრობამ ₾114.6 მილიონის უცხოური გრანტის მიღებაზე ნებართვა 215 განაცხადზე გასცა | რამდენია მომლოდინე?

BM.GE

რუსეთი აშშ-ის მიმართულებით დიზელის პირველ პარტიას ხვალ გაგზავნის

რუსეთი აშშ-ის მიმართულებით დიზელის პირველ პარტიას ხვალ გაგზავნის

BM.GE