მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინ არის ტაილანდის ექსპრემიერი ტაქსინ შინავატრა, რომელიც პატიმრობიდან გათავისუფლდა
ვინ არის ტაილანდის ექსპრემიერი ტაქსინ შინავატრა, რომელიც პატიმრობიდან გათავისუფლდა

ვინ არის ტაილანდის ექსპრემიერი ტაქსინ შინავატრა, რომელიც პატიმრობიდან გათავისუფლდა

BM.GE12 მაისი, 2026, 04:27|bm.ge

ტაილანდის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტაქსინ შინავატრა პატიმრობიდან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა. არსებული ინფორმაციით, 76 წლის პოლიტიკოსმა ერთწლიანი სასჯელის დარჩენილი ოთხი თვე ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურით უნდა მოიხადოს. ბანკოკის კლონგ პრემის ცენტრალურ ციხესთან მას მხარდამჭერები და ოჯახის წევრები, მათ შორის მისი ქალიშვილი - ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პეთონგთარ შინავატრა დახვდნენ.

შინავატრა ტაილანდში 15-წლიანი დევნილობის შემდეგ, 2023 წლის აგვისტოში დაბრუნდა, რის შემდეგაც მას კორუფციის ბრალდებებით რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოგვიანებით, მეფის შეწყალების საფუძველზე, სასჯელი ერთ წლამდე შეუმცირდა. საყურადღებოა, რომ ყოფილმა პრემიერმა ექვსი თვე პოლიციის ჰოსპიტალში გაატარა, თუმცა 2025 წლის სექტემბერში უზენაესმა სასამართლომ ეს ვადა უკანონოდ მიიჩნია და იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნა.

რაც შეეხება პოლიტიკურ გავლენას, შინავატრას ოჯახი ტაილანდის მართვაში უკვე ათწლეულებია მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ პეთონგთარ შინავატრა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2025 წლის აგვისტოში გადააყენეს, პარტია "ფეუ ტაი" ქვეყანაში კვლავ გავლენიან ძალად რჩება. გათავისუფლების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ყოფილმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ფიზიკური თავისუფლების დაკარგვის მიუხედავად, მას აზროვნების თავისუფლება არ დაუკარგავს და ციხიდან გამოსვლის შემდეგ მთელ თავის რესურსს ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ გამოიყენებს.

ცნობისთვის, ტაქსინ შინავატრა ტაილანდის მთავრობას 2001-2006 წლებში ხელმძღვანელობდა. იგი პოლიტიკაში მსხვილი ბიზნესსექტორიდან მოვიდა. 1980-იან წლებში შინავატრამ წარმატებული სატელეკომუნიკაციო იმპერია შექმნა, 2001 წელს კი ქვეყნის მთავრობას ჩაუდგა სათავეში. მისი მმართველობის პერიოდი ტაილანდში "ტაქსინომიკის" სახელით ცნობილი ეკონომიკური რეფორმებითა და სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული სოციალური პროგრამებით არის გამორჩეული. ამასთან, ყოფილმა ლიდერმა მხარდაჭერა 2004 წლის ცუნამის შედეგების ეფექტიანი მართვის გამოც მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური კრიზისი 2006 წელს Shin Corp-ის აქციების გაყიდვას მოჰყვა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. საუბარი $1.9 მილიარდის ღირებულების გარიგებაზე, რომლის შედეგადაც სტრატეგიული აქტივი სინგაპურელი ინვესტორების ხელში გადავიდა. ამ მოვლენების ფონზე ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდა, შინავატრამ კი ტაილანდი დატოვა და მრავალწლიან ემიგრაციაში გაატარა. იგი სამშობლოში მხოლოდ 2023 წელს დაბრუნდა, თუმცა აეროპორტშივე დააკავეს.

ცნობისთვის, ტაქსინ შინავატრა ტაილანდის ისტორიაში პირველი არჩეული პრემიერ-მინისტრია, რომელმაც სრული ვადით მართა ქვეყანა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • ფოთში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებატვ პირველი
  • ინტიმური ხასიათის ფოტოები გაუვრცელეს, დაზარალებულმა თავი მოიკლა - 2 პირს პატიმრობა მიესაჯაფორმულა
  • აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვანეტგაზეთი
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯარუსთავი 2
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE