მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინ ფლობს და რას საქმიანობს კომპანია Bitxchange, რომელმაც ნანა ყეინიშვილს პროკურატურაში უჩივლა?
ვინ ფლობს და რას საქმიანობს კომპანია Bitxchange, რომელმაც ნანა ყეინიშვილს პროკურატურაში უჩივლა?

ვინ ფლობს და რას საქმიანობს კომპანია Bitxchange, რომელმაც ნანა ყეინიშვილს პროკურატურაში უჩივლა?

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 15:25|bm.ge

პროკურატურა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის "უკანონო სამეწარმეო საქმიანობას" სწავლობს. უწყების თანახმად, გამოძიება შპს „ბიტექსჩეინჯის“ (Bitxchange) ხელმძღვანელი პირების განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაიწყო.

შპს „ბიტექსჩეინჯი" 2020 წელს არის რეგისტრირებული და მისი ძირითადი საქმიანობა კრიპტოვალუტის კონვერტაციაა. კომპანია კრიპტო აპარატებს აწარმოებს. ვებგვერდის თანახმად, შპს „ბიტექსჩეინჯის" ქსელი, საქართველოს მასშტაბით უკვე 75 კრიპტო აპარატს ითვლის, რომელთა საშუალებითაც ლარის სანაცვლოდ კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი.

სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქე დავით ორჯონიკიძეა, დირექტორი ასევე არის ნინო ქოპილაშვილი.

უახლესი ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიამ 2024 წელს 5.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, წმინდა მოგებამ კი 3.2 მლნ ლარი შეადგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ნანა ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული ერთ-ერთი საწარმოს წილში შესვლას, რაც, განმცხადებლების მტკიცებით, მის ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას ისახავდა მიზნად. აღნიშნული გარემოებები გამოძიების ფარგლებში უნდა გადამოწმდეს.

საკითხზე თავად ეროვნულმა ბანკმაც გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ვირტუალური აქტივების პროვაიდერი შპს „ბიტექსჩეინჯი“ დაჯარიმებულია ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის გეგმური შემოწმების შედეგად. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით შესაბამისი გადაწყვეტილება სებ-ის ვებგვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნებული გამოქვეყნებული არაა, შესაბამისად ჯარიმის ოდენობა უცნობია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • პროკურატურამ სერგეი ყანჩელის საქმეზე გამოძიება დაიწყოფორმულა
  • 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმება ითხოვეს - პროკურატურა ბრალდებულებთან შეთანხმებას გააფორმებსრუსთავი 2
  • პროკურატურა ადასტურებს, "პირველების" ინფორმაციას, რომ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძე საპროცესო გარიგების შუამდგომლობით მიმართესტვ პირველი
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური: მწუხარებას გამოვთქვამთ №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო - მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიებაიმედი
პროკურატურამ →რომელმაც →

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

მთავარი კითხვაა - ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა?! შეიძლება, ვიღაცისთვის ადგილს ათავისუფლებენ|რომან გოცირიძე

მთავარი კითხვაა - ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა?! შეიძლება, ვიღაცისთვის ადგილს ათავისუფლებენ|რომან გოცირიძე

BM.GE

სრულიად ახალი iX4 მალე BMW საქართველოს შოურუმში გამოჩნდება

სრულიად ახალი iX4 მალე BMW საქართველოს შოურუმში გამოჩნდება

BM.GE

ივანიშვილისთვის ეს საინტერესო არ არის, გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა | ირაკლი კობახიძე აშშ-ის სანქციებზე

ივანიშვილისთვის ეს საინტერესო არ არის, გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა | ირაკლი კობახიძე აშშ-ის სანქციებზე

BM.GE