მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინ გახდება Goldman Sachs-ის ახალი ხელმძღვანელი?
ვინ გახდება Goldman Sachs-ის ახალი ხელმძღვანელი?

ვინ გახდება Goldman Sachs-ის ახალი ხელმძღვანელი?

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 01:02|bm.ge

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მსხვილი ამერიკული საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის დირექტორთა საბჭომ მენეჯმენტის ცვლილებების გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვით, უოლ-სტრიტის გიგანტის ახალი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ჯონ უოლდრონი დაიკავებს.

გამოცემის ცნობით, ის დევიდ სოლომონს 2027 წლის ბოლოს ან 2028 წლის დასაწყისში ჩაანაცვლებს. პროცესების დასრულების შემდეგ, დევიდ სოლომონი ბანკის აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლებს.

საყურადღებოა, რომ სოლომონი კომპანიას რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, რა დროშიც მან კომპანიის დრამატულად გაზრდა შეძლო. კერძოდ, GS-ის აქციების შეფასება ამ პერიოდში დაახლოებით 300%-ით გაიზარდა.

ჯონ უოლდრონი ამჟამად Goldman Sachs-ის ოპერაციული დირექტორია და ბანკის ხელმძღვანელობის სანაცვლოდ მას საბჭომ $120-მილიონიანი ანაზღაურების პაკეტი შესთავაზა.

ცნობისთვის, უოლდრონმა Goldman Sachs-ში მუშაობა 2000 წელს დაიწყო. თავის მხრივ, დევიდ სოლომონი კომპანიას 1999 წელს შეუერთდა. 2014 წელს ისინი საინვესტიციო მიმართულებას ერთობლივად ხელმძღვანელობდნენ. მოგვიანებით, 2018 წელს, დევიდ სოლომონმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დაიკავა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის ათივე უმსხვილეს ნავთობმწარმოებელს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის ათივე უმსხვილეს ნავთობმწარმოებელს სანქციები დაუწესა

BM.GE

ევროკომისია ისრაელთან ასოცირების შეთანხმების გადახედვას გეგმავს

ევროკომისია ისრაელთან ასოცირების შეთანხმების გადახედვას გეგმავს

BM.GE

Cisco-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა - კომპანია მოელის რომ AI-ს შემოსავლები $9 მილიარდამდე გაიზრდება

Cisco-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა - კომპანია მოელის რომ AI-ს შემოსავლები $9 მილიარდამდე გაიზრდება

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE