მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინ იქნებიან „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობის უწყებათაშორისი კომისიის წევრები?
ვინ იქნებიან „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობის უწყებათაშორისი კომისიის წევრები?

ვინ იქნებიან „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობის უწყებათაშორისი კომისიის წევრები?

BM.GE18 აგვისტო, 2026, 18:13|bm.ge

თბილისში, „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა.

კომისიის შემადგენლობა მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული რანგის პირებით არის დაკომპლექტებული. კერძოდ:

კომისიის თავმჯდომარე: საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

თავმჯდომარის მოადგილეები: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (მონაწილეობა ეთხოვა) და საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი;

მინისტრები (კომისიის წევრები):

• საგარეო საქმეთა მინისტრი; • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; • კულტურის მინისტრი; • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი; • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

სხვა უწყებებისა და ადმინისტრაციების ხელმძღვანელები:

• საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი; • სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი; • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი; • მთავრობის ადმინისტრაციის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი; • სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

ამასთან, კომისიის მდივნის ფუნქციას მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი შეასრულებს, ხოლო თავად ფონდი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას იკისრებს.

ახლად შექმნილი კომისიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობის ფარგლებში პროექტების პრიორიტეტებისა და მშენებლობის რიგითობის განსაზღვრა იქნება.

გარდა ამისა, კომისიას ევალება გადაწყვეტილებების მიღება პროექტების შერჩევისა და საპროექტო გადაწყვეტების (მათ შორის, დიზაინის) შეთანხმების შესახებ. პროცესში წარმოშობილი სირთულეებისას, კომისიას შეეძლება პროექტების განხორციელებისას წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერის შედეგად გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანაზე რეკომენდაციების გაცემა.

საკუთარი უფლებამოსილების ეფექტიანად განსახორციელებლად, კომისიას ენიჭება უფლება:

• ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია; • შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები შესაბამისი ორგანოებისთვის; • სხდომებზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე დარგის სპეციალისტები; • ცალკეული საკითხების შესასწავლად და შესამუშავებლად შექმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფები.

კომისიას უფლებამოსილება მას შემდეგ შეუწყდება, რაც „სამთავრობო ქალაქის“ ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები სრულად განხორციელდება.

არსენალის მთაზე დაგეგმილი მშენებლობების გამო მერიამ სატრანსპორტო კავშირები უნდა გამოიკვლიოს

„სამთავრობო ქალაქის“ პროექტი თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე, ყოფილი „არსენალის მთის“ ტერიტორიაზე იგეგმება. 2026 წლის იანვარში მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მოსამზადებლად 4.46 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის თავდაპირველი კონცეფციის მიხედვით, „სამთავრობო ქალაქში“ უნდა განთავსდეს პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია, სამინისტროები, თბილისის მერია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ტერიტორიის გენგეგმა უნდა მოიცავდეს ადმინისტრაციული შენობების გარდა სატრანსპორტო, საპარკინგე, სარეკრეაციო და გამწვანების ინფრასტრუქტურას.

ამავე პროექტისთვის გამოცხადებული 4.46 მლნ ლარის ტენდერი, რომელიც გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებას ითვალისწინებდა, შემდგომ არ შედგა. შესყიდვის დოკუმენტების მიხედვით, კომისიამ ტექნიკური დავალების პირობების გადასინჯვა მიზანშეწონილად მიიჩნია.

„სამთავრობო ქალაქის“ იდეა ხელისუფლებამ პირველად 2017 წელს დააანონსა. თავდაპირველი გეგმით, სამთავრობო ქალაქი ორთაჭალაში უნდა აშენებულიყო, თუმცა პროექტი 2019 წელს დღის წესრიგიდან მოიხსნა. გასული წლის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ მისი ახალი ლოკაცია ჩუღურეთში, ყოფილი „არსენალის მთის“ ტერიტორია იქნებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„დღეს ელოდეთ, აუცილებლად იქნება“ - ადვოკატი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

„დღეს ელოდეთ, აუცილებლად იქნება“ - ადვოკატი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

BM.GE

რეგიონებში სკოლების რეაბილიტაციისთვის 49 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა - სკოლების ჩამონათვალი

რეგიონებში სკოლების რეაბილიტაციისთვის 49 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა - სკოლების ჩამონათვალი

BM.GE

პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით შესვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესა - დეტალები

პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით შესვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესა - დეტალები

BM.GE

ირანის განცხადებების ფონზე ნავთობის ფასი ბარელზე 91 დოლარამდე გაიზარდა

ირანის განცხადებების ფონზე ნავთობის ფასი ბარელზე 91 დოლარამდე გაიზარდა

BM.GE