მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინ ქმნის საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვას? – 2026 წლის 6 თვის TOP ექსპორტიორები და იმპორტიორები
ვინ ქმნის საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვას? – 2026 წლის 6 თვის TOP ექსპორტიორები და იმპორტიორები

ვინ ქმნის საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვას? – 2026 წლის 6 თვის TOP ექსპორტიორები და იმპორტიორები

BM.GE23 ივლისი, 2026, 04:07|bm.ge

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 496 677 200 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 43%-იან ზრდას წარმოადგენს. ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება.

ჩინეთთან მზარდი სავაჭრო ურთიერთობების ფონზე, საინტერესოა, რომელი კომპანიები ქმნიან ამ ბრუნვის ძირითად ნაწილს. BM.GE-მ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა და სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2026 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ჩინეთში ექსპორტიორთა ათეულში ძირითადად სამთო-მოპოვებითი, მეტალურგიული და გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლები არიან.

ჩინეთის მიმართულებით უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის არიან: „არ ემ ჯი კოპერი“, „კაიშენ თრეიდინგი“, „საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიები“, „არ ემ ჯი აურამაინ“, „არ ემ ჯი გოლდი“, „ბი ეს ემ თი“, „ბლექ სი პეტროლიუმი“, „გეოპრიპრავა“, „კავკასიან მეტალს ტერმინალი“ და „ჯეო გადამამუშავებელი“.

რაც შეეხება ჩინეთიდან იმპორტს, 2026 წლის იანვარ-ივნისში უმსხვილეს იმპორტიორთა შორის წარმოდგენილია ენერგეტიკის, ელექტრონიკის, ტექნიკისა და საცალო ვაჭრობის სექტორებში მოქმედი კომპანიები.

ჩინეთიდან უმსხვილეს იმპორტიორთა ათეულში შედიან: „ვინდ ფაუერი“, „ალტა“, „გორგია“, „ემტექნიკსი“, „ვენტო ენერჯი“, „კორეან ელექტრონიქს“, „ნოვა“, „ომეგა“, „ქუთაისი ნიუ ენერჯი თექნოლოჯი“ და „ჯორჯია ელექთრონიქ ქომფანი თრეიდ“.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია კომპანიების ჩამონათვალს მოიცავს, თუმცა ექსპორტიორები და იმპორტიორები რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი/დაბალი რეფინანსირების განაკვეთი და სად არის საქართველო

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი/დაბალი რეფინანსირების განაკვეთი და სად არის საქართველო

BM.GE

ტაშკენტი და დუბაი - "კავკასიის უნივერსიტეტი" საერთაშორისო ბაზრებზე გადის

ტაშკენტი და დუბაი - "კავკასიის უნივერსიტეტი" საერთაშორისო ბაზრებზე გადის

BM.GE

უმჯობესი იქნება, ქონების გადასახადი ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით შეიცვალოს - ირაკლი შავიშვილი

უმჯობესი იქნება, ქონების გადასახადი ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით შეიცვალოს - ირაკლი შავიშვილი

BM.GE

TOP 10 სავაჭრო მარშრუტი მსოფლიოში

TOP 10 სავაჭრო მარშრუტი მსოფლიოში

BM.GE