მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინ, სად და რა ფასად ყიდულობს ბინებს დედაქალაქში - Galt & Taggart-ის აპრილის მიმოხილვა
ვინ, სად და რა ფასად ყიდულობს ბინებს დედაქალაქში - Galt & Taggart-ის აპრილის მიმოხილვა

ვინ, სად და რა ფასად ყიდულობს ბინებს დედაქალაქში - Galt & Taggart-ის აპრილის მიმოხილვა

BM.GE2 ივნისი, 2026, 22:30|bm.ge

საინვესტიციო ბანკ "გალტ & თაგარტის" უახლესი კვლევის მიხედვით, 2026 წლის აპრილში ახალი ბინების გაყიდვებმა 2022 წლის შემდეგ თვის ჭრილში რიგით მესამე ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

ჯამურად საანგარიშო თვეში დედაქალაქში 3,641 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის აპრილთან (3,290 ერთეული) შედარებით 10.7%-იან ზრდას წარმოადგენს.

აპრილში გაყიდული ბინების რაოდენობა და ფასები უბნების მიხედვით

აპრილში პირველად ბაზარზე ფასების საშუალო თვიურმა ზრდამ 0.4% შეადგინა (საშუალოდ $1,408 კვ.მ-ზე), ხოლო მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში ფასი თვიურად 5.0%-ით გაიზარდა და კვადრატულზე საშუალოდ $1,371 შეადგინა.

გაყიდული ბინების რაოდენობა და პირველადი ბაზრის საშუალო შეწონილი ფასი (თეთრი კარკასი, აშშ დოლარში კვ.მ-ზე) უბნების მიხედვით 2026 წლის აპრილში შემდეგნაირია:

1. საბურთალო - 760 ბინა; $1,6472. დიდი დიღომი - 732 ბინა; $1,1363. სამგორი - 571 ბინა; $1,1244. გლდანი - 319 ბინა; $1,1355. დიდუბე - 318 ბინა; $1,4476. ისანი - 251 ბინა; $1,4407. ნაძალადევი - 237 ბინა; $1,2698. ვაკე - 128 ბინა; $2,9459. კრწანისი - 125 ბინა; $1,66710. ჩუღურეთი - 98 ბინა; $2,23511. მთაწმინდა - 66 ბინა; $2,88112. ვაშლიჯვარი - 36 ბინა; $1,069

საერთო ჯამში, 2026 წლის პირველ 4 თვეში (იანვარ-აპრილი) თბილისში 14,548 ბინა გაიყიდა, ბაზრის ჯამურმა მოცულობამ კი 1.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 22.4%-ით მეტია. აქედან პირველადი ბაზრის წილი 651 მლნ დოლარია, ხოლო მეორადის - 638 მლნ დოლარი.

ვინ ყიდულობს ბინებს? (მოქალაქეობის მიხედვით)

დეველოპერების გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ თბილისში უძრავი ქონების შესყიდვაში ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ დომინირებს. 2026 წლის პირველი 4 თვის მონაცემებით, ბინების მყიდველთა განაწილება მოქალაქეობის მიხედვით ასეთია:

საქართველოს მოქალაქეები - 75%ისრაელის მოქალაქეები - 11%რუსეთის მოქალაქეები - 3%სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 11%

რა ზომის და ფასის ბინებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

მყიდველების მხრიდან ყველაზე დიდი ინტერესი საშუალო ზომისა და შედარებით ბიუჯეტური კლასის ბინების მიმართ ფიქსირდება.

ფართობის მიხედვით გაყიდვების წილი (იანვარ-აპრილი, 2026):

• საშუალო ზომის ბინები (51-80 კვ.მ) - 53.5% • პატარა ბინები (35-50 კვ.მ) - 24.9% • დიდი ბინები (81-150 კვ.მ) - 19.9% • ძალიან დიდი ბინები (151-250 კვ.მ) - 1.7%

საფასო სეგმენტის მიხედვით გაყიდვების წილი (იანვარ-აპრილი, 2026):

• ბიუჯეტური (< $1,100 / კვ.მ) - 51.8% • საშუალო კლასი ($1,101 - 2,000 / კვ.მ) - 41.5% • მაღალი სეგმენტი ($2,001 - 3,000 / კვ.მ) - 5.2% • პრემიუმ კლასი (> $3,000 / კვ.მ) - 1.5%

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინვესტიციების სწორი მართვით, მესტიაში სტაბილური ენერგომომარაგების აღდგენა სავსებით რეალურია - გია არაბიძე

ინვესტიციების სწორი მართვით, მესტიაში სტაბილური ენერგომომარაგების აღდგენა სავსებით რეალურია - გია არაბიძე

BM.GE

რატომ აფრთხილებს აშშ-ის მარეგულირებელი ტურლოვის Freedom Holding-ს?

რატომ აფრთხილებს აშშ-ის მარეგულირებელი ტურლოვის Freedom Holding-ს?

BM.GE

აგროპროგრამების დაწყებიდან სოფლის მეურნეობაში ინვესტიციებმა ₾10 მილიარდს გადააჭარბა - მთავრობის ანგარიში

აგროპროგრამების დაწყებიდან სოფლის მეურნეობაში ინვესტიციებმა ₾10 მილიარდს გადააჭარბა - მთავრობის ანგარიში

BM.GE

უნგრეთის პრემიერი პრეზიდენტის გადასაყენებლად კონსტიტუციის შეცვლასაც არ გამორიცხავს

უნგრეთის პრემიერი პრეზიდენტის გადასაყენებლად კონსტიტუციის შეცვლასაც არ გამორიცხავს

BM.GE