მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვიქტორ ორბანი Fidesz-ის ხელმძღვანელად ხელახლა აირჩიეს
ვიქტორ ორბანი Fidesz-ის ხელმძღვანელად ხელახლა აირჩიეს

ვიქტორ ორბანი Fidesz-ის ხელმძღვანელად ხელახლა აირჩიეს

BM.GE15 ივნისი, 2026, 21:43|bm.ge

უნგრეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, Fidesz-მა, 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში მარცხის მიუხედავად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თავმჯდომარედ ხელახლა აირჩია. როგორც ირკვევა, პარტიის ყრილობაზე გამართულ კენჭისყრაში ორბანს კონკურენტიც კი არ ჰყოლია და მას მხარი 737 დელეგატიდან 729-მა დაუჭირა.

კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ის არასოდეს დანებდება და არჩევნებში მარცხის გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე სრულად აიღებს. ორბანმა აღნიშნა, რომ Fidesz-ი 16 წლის განმავლობაში ფანტასტიკური მმართველი ძალა იყო, თუმცა თქვა ისიც, რომ ამჟამად პარტიას რეფორმები სჭირდება, რაც მის ქმედით ოპოზიციურ ორგანოდ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებას, 12 აპრილის არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანის ყოფილი თანაგუნდელი და მთავარი პოლიტიკური მეტქოე, პეტერ მადიარი გახდა. მისმა პარტია Tisza-მ, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, რაც ახალ მმართველ გუნდს ორბანის დროს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების სრული გაუქმების შესაძლებლობას მისცემს.

კვლევითი ორგანიზაცია Publicus Institute-ის მიერ მაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მმართველი ძალის რეიტინგი არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაუმჯობესდა და 53%-დან 55%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება Fidesz-ს, მისი პოზიციები საგრძნობლად შესუსტდა და 39%-დან 17%-მდე შემცირდა.

ცნობისთვის, 62 წლის ვიქტორ ორბანი უნგრეთის სათავეში 2010 წელს მოვიდა. ის ევროპისა და აშშ-ის მემარჯვენე კონსერვატორებისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ლიდერად მიიჩნეოდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედიაკომპანია Fox-მა სტრიმინგ პლატფორმა Roku $22 მილიარდად შეიძინა

მედიაკომპანია Fox-მა სტრიმინგ პლატფორმა Roku $22 მილიარდად შეიძინა

BM.GE

"ნიქსომანიის" ეკონომიკა: 53-წლიანი ლოდინის დასასრული და ახალი რეკორდები ბიზნესში

"ნიქსომანიის" ეკონომიკა: 53-წლიანი ლოდინის დასასრული და ახალი რეკორდები ბიზნესში

BM.GE

"წინასწარი ჯავშნები გასულ წელთან და იმის წინა წელთან შედარებით კლების ტენდენციას აჩვენებს" - „ხათოსი“

"წინასწარი ჯავშნები გასულ წელთან და იმის წინა წელთან შედარებით კლების ტენდენციას აჩვენებს" - „ხათოსი“

BM.GE

"სამწუხაროდ სეზონი ჯერ არ დაწყებულა" - თუშეთში მდებარე კაფე "ღრუბლებს ზემოთ" გამოწვევებზე

"სამწუხაროდ სეზონი ჯერ არ დაწყებულა" - თუშეთში მდებარე კაფე "ღრუბლებს ზემოთ" გამოწვევებზე

BM.GE