მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვირტუალური აქტივების 13-ვე პროვაიდერი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო დაჯარიმდა - სების განმარტება
ვირტუალური აქტივების 13-ვე პროვაიდერი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო დაჯარიმდა - სების განმარტება

ვირტუალური აქტივების 13-ვე პროვაიდერი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო დაჯარიმდა - სების განმარტება

BM.GE21 ივლისი, 2026, 22:29|bm.ge

ეროვნული ბანკის განმარტებით, ვირტუალური აქტივების მომსახურების 13-ვე პროვაიდერი (VASP) ფულის გათეთრების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისთვის მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის ან დაგვიანებით წარდგენის გამო დაჯარიმდა.

როგორც ეროვნულ ბანკში bm.ge-ს განუმარტეს, უწყება საკუთარი მანდატის ფარგლებში, რეგულარულად, რისკზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინებით ზედამხედველობს რეგულირებულ სუბიექტებს, მათ შორის ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს, ხოლო გამოყენებული საზედამხედველო ზომების შესახებ ინფორმაციას სისტემატურად აქვეყნებს.

„თქვენს მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც შეეხებოდა ეროვნულ ბანკის მიერ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის მიერ ფულის გათეთრების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმებს, განვმარტავთ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.

საქართველოს ეროვნული ბანკი, საკუთარი მანდატის ფარგლებში, რეგულარულად, რისკზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინებით ზედამხედველობს რეგულირებულ სუბიექტებს, მათ შორის, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს. გამოყენებული საზედამხედველო ზომების შესახებ ინფორმაცია სისტემატურად ქვეყნდება“, - წერს ეროვნული ბანკი bm.ge-სთვის მიცემულ განმარტებაში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის თანახმად, სპეციალურმა პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ზედამხედველობა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი თანამდებობიდან გადააყენა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი თანამდებობიდან გადააყენა

BM.GE

სტარტაპი, რომელიც მამონტის დაბრუნებას ცდილობს, $20-მილიარდად ფასდება

სტარტაპი, რომელიც მამონტის დაბრუნებას ცდილობს, $20-მილიარდად ფასდება

BM.GE

6 თვეში სპილენძის მადნების იმპორტ/ექსპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

6 თვეში სპილენძის მადნების იმპორტ/ექსპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE

ვინ არის დიდი ბრიტანეთის პირველი AI მინისტრი, კანიშკა ნარაიანი?

ვინ არის დიდი ბრიტანეთის პირველი AI მინისტრი, კანიშკა ნარაიანი?

BM.GE