მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვის შეუჩერებენ დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რეგისტრაციას?
ვის შეუჩერებენ დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რეგისტრაციას?

ვის შეუჩერებენ დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რეგისტრაციას?

BM.GE1 ივნისი, 2026, 10:00|bm.ge

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი ივნისიდან, ძალაში შედის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები. დადგენილების მიხედვით, დღეიდან პროგრამის განმნახორციელებელი ვალდებული ხდება, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მოდულიდან ყოველთვიურად შეაჩეროს იმ პირების რეგისტრაცია, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უწყვეტად 6 თვის ან მეტი ვადით იმყოფებიან.

დადგენილების თანახმად, ბენეფიციართა რეგისტრაციის სტატუსის გადამოწმების დამატებითი კრიტერიუმები მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით სწორედ 2026 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა დამტკიცებულიყო.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ პროგრამით სარგებლობისთვის ხელახალი რეგისტრაცია დასჭირდებათ.

კერძოდ, პროგრამაში მონაწილე კლინიკებმა მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მათივე თანხმობის საფუძველზე. თანხმობა დადასტურებული უნდა იყოს მოქალაქის, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე/მზრუნველი) ხელმოწერით.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ახალი წესის ამოქმედებამდე, 2026 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იყო მოეხდინა მოსარგებლეთა ხელახალი რეგისტრაცია გეოგრაფიული პრინციპის დაცვით, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის გათვალისწინებით.

მას შემდეგ, რაც იანვარში მედიაში აღნიშნული დადგენილების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური განმარტება გააკეთა. უწყების იმჟამინდელი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებას და რეალურად კლინიკების დაფინანსების ე.წ. კაპიტაციის მექანიზმს ცვლის.

სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ:

„საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იღებდა სამედიცინო მომსახურებას, ყოველგვარი ცვლილების გარეშე გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას. სამედიცინო მომსახურება არ ეზღუდება არც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს. ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება. სახელმწიფო ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას“.

უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რეფორმა არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა კომპონენტებზე, მათ შორის გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე.

ამასთან, სამინისტრო ამშვიდებს ემიგრანტებს და აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე, მოქალაქეს შეუძლია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ხელახლა დარეგისტრირდეს ამბულატორიაში და სრულად მიიღოს კუთვნილი სახელმწიფო მომსახურება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში #1 დეველოპერი „არქი“ და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს  ააშენებენ

საქართველოში #1 დეველოპერი „არქი“ და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს  ააშენებენ

BM.GE

სსიპ "განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სსიპ "განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

BM.GE

შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც დღეიდან კონსოლიდირებულ ტენდერებს ჩაატარებს

შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც დღეიდან კონსოლიდირებულ ტენდერებს ჩაატარებს

BM.GE

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

BM.GE