მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Visa-ს შემოსავალი 14%-ით გაიზარდა და $11.6 მილიარდი შეადგინა
Visa-ს შემოსავალი 14%-ით გაიზარდა და $11.6 მილიარდი შეადგინა

Visa-ს შემოსავალი 14%-ით გაიზარდა და $11.6 მილიარდი შეადგინა

BM.GE29 ივლისი, 2026, 21:44|bm.ge

Visa-მ მესამე ფისკალური კვარტალი $11.6-მილიარდიანი შემოსავლით დახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-იან ზრდას ნიშნავს. კომპანიის კორექტირებულმა წმინდა მოგებამ $6.3 მილიარდი შეადგინა, ხოლო თითო აქციაზე მოგებამ (EPS) $3.32-ს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 11%-ით მეტია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ფინანსური შედეგების ზრდა საგადახდო ოპერაციების მოცულობის მატებამ განაპირობა. საანგარიშო პერიოდში დამუშავებული ტრანზაქციების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა და $71.7 მილიარდს მიაღწია, ხოლო საერთაშორისო ტრანზაქციების მოცულობა 13%-ით გაიზარდა. მონაცემთა დამუშავებიდან მიღებულმა შემოსავალმა $6.0 მილიარდი შეადგინა, მომსახურების სეგმენტიდან შემოსავალი 14%-ით გაიზარდა და $4.9 მილიარდს მიაღწია, ხოლო სხვა შემოსავლების კატეგორიაში 45%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საანგარიშო კვარტალში კომპანიის საოპერაციო ხარჯები 19%-ით გაიზარდა და $4.8 მილიარდი შეადგინა, რაც ნაწილობრივ პერსონალის ხარჯებსა და სასამართლო დავებს უკავშირდება.

საყურადღებოა, რომ დადებითი შედეგების გამოქვეყნების პარალელურად, Visa-მ 2,600-მდე თანამშრომლის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო, რაც კომპანიის შტატის დაახლოებით 7%-ს შეადგენს. შემცირებები ძირითადად ტექნოლოგიურ და პროდუქტების განვითარების გუნდებს შეეხება. კომპანიის გენერალური აღმასრულებელი დირექტორის, რაიან მაკინერნის განცხადებით, პროცესების დაჩქარებასა და სამუშაო გარემოს გარდაქმნაში მნიშვნელოვან როლს ხელოვნური ინტელექტი უკვე ასრულებს.

შეგახსენებთ, Visa გლობალური საგადახდო ტექნოლოგიების ლიდერია, რომელიც 200-ზე მეტ ქვეყანაში ციფრული გადახდების ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შარშან 60-მდე სკოლა გავხსენით, წელს კი კიდევ 30-მდე განახლებული და ახალი სკოლა გვექნება - მიქანაძე

შარშან 60-მდე სკოლა გავხსენით, წელს კი კიდევ 30-მდე განახლებული და ახალი სკოლა გვექნება - მიქანაძე

BM.GE

„ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილე

„ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილე

BM.GE

სიმონ ჯანაშია PISA-ზე: "გვაჩვენებს არა იმას, თუ რა იციან მოსწავლეებმა, არამედ იმას, რაც ამ ტესტისთვის გამოიმუშავეს"

სიმონ ჯანაშია PISA-ზე: "გვაჩვენებს არა იმას, თუ რა იციან მოსწავლეებმა, არამედ იმას, რაც ამ ტესტისთვის გამოიმუშავეს"

BM.GE

დეველოპერების გაყიდვების მინიმუმ 60% შიდა განვადებებზე მოდის... ნებართვების ტემპი უნდა შემცირდეს - ზუკა თავყელიშვილი

დეველოპერების გაყიდვების მინიმუმ 60% შიდა განვადებებზე მოდის... ნებართვების ტემპი უნდა შემცირდეს - ზუკა თავყელიშვილი

BM.GE