მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვისგან მოუწევს ბიზნესს უნივერსალური სალარო აპარატის შეძენა - რა წერია კანონპროექტში
ვისგან მოუწევს ბიზნესს უნივერსალური სალარო აპარატის შეძენა - რა წერია კანონპროექტში

ვისგან მოუწევს ბიზნესს უნივერსალური სალარო აპარატის შეძენა - რა წერია კანონპროექტში

BM.GE23 ივნისი, 2026, 14:30|bm.ge

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს კერძო სექტორს გადახდების მიღება ახალი წესებით მოუწევს - დაინერგება უნივერასლური სალარო აპარატები, რომლებიც ჩაანაცვლებენ ამჟამად არსებულ სალარო აპარატებსა და საბანკო პოსტერმინალების. ამასთან, მთავრობა შეარჩევს ერთ მიმწოდებელ კომპანიას, რომლის შექმნილი აპარატებითაც ბიზნესს გადახდების მიღება მოუწევთ.

კანონპროექტის თანაავტორია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, რომლის თქმითაც ინიციატივა ბიზნესისთვის ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად.

კანონპროექტის მიხედვით, სალარო აპარატების ახალი მოდელი 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. სწორედ ამ პერიოდიდან საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციას მხოლოდ ახალი ტიპის უნივერსალური საკონტროლო-სალარო აპარატები დაექვემდებარება. მოქმედი მოწყობილობების გამოყენება ბიზნესებს გარდამავალი პერიოდის განმავლობაში - 2028 წლის 1 მაისამდე შეეძლებათ.

ახალი სისტემის ფარგლებში შერჩეული კომპანია ბიზნესებს მიაწვდის როგორც უნივერსალურ სალარო აპარატებს, ისე ელექტრონული კომერციის ტერმინალებს და უზრუნველყოფს მათ ტექნიკურ მომსახურებას. შესაბამისად, ბიზნესები არსებულ სალარო აპარატებს და პოსტერმინალებს ჩაანაცვლებენ ერთი მიმწოდებლის მიერ შექმნილი უნივერსალური სალარო აპარატებით, რომლებიც ნაღდ და საბანკო ბარათით გადახდებს მიიღებენ.

კანონპროექტის მიხედვით, მიმწოდებელი კომპანიის შერჩევის პროცესს სპეციალური კომისია ჩაატარებს, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან შემოსავლების სამსახურის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.

კანონის პროექტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს სამი ძირითადი საკითხის გადაწყვეტა:

• განსაზღვროს საკონტროლო-სალარო აპარატებითა და ელექტრონული კომერციის ტერმინალებით უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების განმახორციელებელი პირის შერჩევის წესი; • განსაზღვროს შერჩეული კომპანიის მომსახურების საფასურის ოდენობა; • დაადგინოს მომსახურების საფასურის გადახდის წესი და პირობები.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცენტრალიზებული მოდელის მიზანია სალარო აპარატების რეგისტრაციისა და ტექნიკური მომსახურების პროცესის გამარტივება. ინიციატორები მიუთითებენ, რომ დღეს ბიზნესებს ხშირად უწევთ სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება — ერთი ოპერაცია შეიძლება დაფიქსირდეს როგორც სალარო აპარატში, ისე ცალკე საბანკო ტერმინალში.

ახალი მოდელის მიხედვით კი ერთი მოწყობილობა გააერთიანებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების აღრიცხვას და მონაცემებს პირდაპირ საგადასახადო ორგანოს გადასცემს.

ამასთან, ცვლილება გავლენას მოახდენს მოქმედ სალარო აპარატების მიმწოდებლებზეც. განმარტებითი ბარათის მიხედვით, არსებული მოწყობილობები ეტაპობრივად ჩანაცვლდება, რაც ნიშნავს, რომ დღეს მოქმედი ტექნიკისა და მომსახურების კომპანიებისთვის ბაზარი მნიშვნელოვნად შეიცვლება.

რეფორმის ავტორების განცხადებით, მიზანი არის უფრო ეფექტური საგადასახადო ადმინისტრირება, უნაღდო ოპერაციების სრული აღრიცხვა და ბიზნესისთვის მომსახურების გაიაფება.

კანონპროექტი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებებსაც ითვალისწინებს და საბარათე ტრანზაქციებზე ურთიერთგაცვლის საკომისიოს მაქსიმალურ ოდენობას 0.3%-ით განსაზღვრავს. პროექტის თანახმად, ურთიერთგაცვლის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს თითოეული გადახდის ოპერაციის ღირებულების 0.3%-ს. ამასთან, ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელსაც საკომისიოს ეკვივალენტური მიზანი ან ეფექტი აქვს, ურთიერთგაცვლის საკომისიოს ნაწილად ჩაითვლება. ასევე იკრძალება ისეთი პრაქტიკის გამოყენება, რომელიც აღნიშნული ლიმიტის გვერდის ავლას ისახავს მიზნად, მათ შორის საკომისიოების გადაკლასიფიცირება, რამდენიმე საკომისიოდ დაყოფა ან ახალი ტიპის საკომისიოს დაწესება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ირაომ“ რებრენდინგი განახორციელა - განახლებული ბრენდი აქცენტს მომხმარებლის გამოცდილებასა და ადამიანზე ორიენტირებულ ინოვაციებზე აკეთებს

„ირაომ“ რებრენდინგი განახორციელა - განახლებული ბრენდი აქცენტს მომხმარებლის გამოცდილებასა და ადამიანზე ორიენტირებულ ინოვაციებზე აკეთებს

BM.GE

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

BM.GE

თბილისში ZEG Storytelling Festival-ი გაიმართა

თბილისში ZEG Storytelling Festival-ი გაიმართა

BM.GE

ვინც 1-ელ ოქტომბრამდე ფიქციურ ქორწინებაში ყოფნას აღიარებს, არ დაისჯება - დარახველიძე

ვინც 1-ელ ოქტომბრამდე ფიქციურ ქორწინებაში ყოფნას აღიარებს, არ დაისჯება - დარახველიძე

BM.GE