მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ვისოლის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, საწვავის ფასების შემცირების რესურსი თვითმომსახურების სერვისის დანერგვაშია
"ვისოლის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, საწვავის ფასების შემცირების რესურსი თვითმომსახურების სერვისის დანერგვაშია

"ვისოლის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, საწვავის ფასების შემცირების რესურსი თვითმომსახურების სერვისის დანერგვაშია

BM.GE1 მაისი, 2026, 00:21|bm.ge

"ვისოლის" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა აცხადებს, რომ ფასების შემცირების რესურსი თვითმომსახურების სერვისის დანერგვაშია. ამის შესახებ მან ფასების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც ნავთობიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ ე.წ ჩამსხმელი ოპერატორის პოზიციაზე ადამიანებს 1 500 ლარად მუშაობა აღარ ენდომებათ და ამის ხარჯზე რესურსი დაიზოგება და თვითმომსახურების ობიექტები გამრავლდება.

"დღეს ჩვენ მოგებით არ ვყიდით. თუ ჩვენ მოგებით ვყიდით, ეს მოგება განპირობებულია ჩვენი თვის და 2 თვის წინანდელი ნაშთებიდან. ჩვენ კომპანიას და ასევე მოსახლეობასაც ვასარგებლებთ იმ სიკეთით, რაც არის კონკურენციის და არსებული ნაშთების შენახვის ხარჯზე.

[საწვავის ფასების] შემცირების რესურსს ვეძებთ. ჯანსაღი კონკურენცია ეგ არის, რომ შემცირების რესურსს ვეძებთ და ყველა კომპანია 1 თეთრზე ვეჭიდავებით ერთმანეთს, რომ ჩვენც უფრო მეტი დავაკლოთ, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, რომლის ქვემოთაც ვერ ჩამოდიხარ და საოპერაციო ხარჯებს გვერდს ვერ აუვლი. ჩვენმა კომპანიამ დაიწყო მომსახურების გაიაფება და დაახლოებით, რესურსი არის 8-დან 10 თეთრამდე.

იქნებ ეკონომიკური ზრდა ისეთი იყოს ქვეყანაში რომ 1 000-1 500 ლარად ადამიანებს აღარ უღირდეთ დასაქმება ამ ინდუსტრიაში. ეს ინდუსტრიაც ვეღარ იხდის მეტ ფულს ე.წ პოზიციაზე, რომელსაც ჰქვია ჩამსხმელი ოპერატორი და ის ხალხი დასაქმდნენ უფრო მაღალანაზღაურებად პოზიციებზე და ჩვენს ქვეყანაში, როგორც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში იყოს თვითმომსახურება. რესურსი აქ არის დაახლოებით 10 თეთრამდე ნიშნულით, რაც იხარჯება კომპანიებიდან ადამიანების ანაზღაურებაზე, კვებაზე, დაზღვევაზე, უნიფორმების ჩაცმაზე და სხვადასხვა...", - განაცხადა ვასილ ხორავამ და დასძინა, რომ ამჟამად კომპანიას სადგურების 10% არის თვითმომსახურების და მომავალი წლიდან კომპანია დაიგეგმება, რომ თვითმომსახურების ობიექტები ქვეყანაში მეტი იყოს.

"ვისოლის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ კომპანიას საწვავის ფასის შემცირების, სხვა ყველა რესურსი გამოყენებული აქვს: კონკურენცია გვავალდებულებს, რომ მაქსიმალურად ეფექტურები ვიყოთ ბაზარზე".

2 თვეში ბენზინის ფასმა 15%-ით მოიმატა, როცა 29%-ით უნდა გაზრდილიყო - "ვისოლი" მიზეზებს განმარტავს

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE