მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური დუშეთში გახსნა
“ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური დუშეთში გახსნა

“ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური დუშეთში გახსნა

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 16:51|bm.ge

ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს და დუშეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩა #17ა-ში ახალ ობიექტს ხსნის. „ვიგო“ „ვისოლის“ ოჯახის წევრია და ევროპული ხარისხის საწვავს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს მომხმარებლებს. „ვიგო“ დღეს უკვე 42 ავტოგასამართი სადგურითაა წარმოდგენილი და 2026 წლის ბოლომდე ქსელს 50-ზე მეტი ობიექტით განავითარებს საქართველოს ყველა კუთხეში. ოქტომბერში „ვიგო“ თბილისში - ორხევსა და გლდანში, რუსთავში და კასპშიც გაიხსნება.

„ბოლო პერიოდში საწვავზე ფასების მზარდი დინამიკის პირობებში, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტის საწვავი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. „ვიგოს“ განვითარება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. „ვისოლის“ 26-წლიანი ისტორია და ქვეყნის მასშტაბით ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას ოპერირების უფრო მოქნილი მოდელით, შემცირებული საოპერაციო ხარჯებით, შევთავაზოთ მომხმარებლებს ხარისხიანი საწვავი ხელმისაწვდომ ფასად. სწორედ ამ მიდგომით ვავითარებთ „ვიგოს“ ქსელს რეგიონებში და ვცდილობთ, ევროპული ხარისხის საწვავი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მომხმარებლებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გავხადოთ“, — აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

“ვიგოს“ სადგურებზე მთელი საქართველოს მასშტაბით საწვავის გაყიდვების წახალისების მიზნით 4 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს ბანკის PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლებს გასამმაგებული PLUS ქულა ელით, ხოლო რთველის პერიოდში კახეთში მდებარე „ვიგოს“ 7-ვე სადგურზე, 14 ოქტომბრის ჩათვლით PLUS ბარათით გადახდისას გაათმაგებული PLUS ქულა გროვდება.

„ვიგო“ პატარა ფორმატის ავტოგასამართ სადგურებს ძირითადად ქვეყნის რეგიონებში ავითარებს და 4 სახეობის საწვავს (პრემიუმს, რეგულარს, ევრო დიზელს და დიზელ ენეჯის) სთავაზებს როგორც საცალო, ისე კორპორაციულ მომხმარებლებს. „ვიგო“ საწვავის ევროპული ხარისხით, ეკონომიური ფასით, გამორჩეული, თანამედროვე ვიზუალით, მომსახურების მაღალი ხარისხით უკვე ძლიერ კონკურენციას უწევს არაბრენდულ და სხვა რეგიონალურ სადგურებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE