მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვიზიტების 17%-იანი ზრდის მიუხედავად, ჩინეთის წილი ტურიზმში მხოლოდ 2%-ია
ვიზიტების 17%-იანი ზრდის მიუხედავად, ჩინეთის წილი ტურიზმში მხოლოდ 2%-ია

ვიზიტების 17%-იანი ზრდის მიუხედავად, ჩინეთის წილი ტურიზმში მხოლოდ 2%-ია

BM.GE21 ივლისი, 2026, 20:12|bm.ge

2026 წლის 6 თვეში ჩინეთიდან ვიზიტორების 17%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში საქართველოში ჩინეთიდან 54 554 ვიზიტი შედგა. ამ მაჩვენებლით ის ვიზიტორების რაოდენობით ლიდერ ქვეყნებში მე-8 ადგილს იკავებს, თუმცა ჩინეთის წილი ტურიზმში ჯერ კიდევ მცირეა და მხოლოდ 2%-ს შეადგენს.

მიმდინარე წლის აპრილში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამარტივებული წესით 1 482 080 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა Beijing Shi Dai Yi Feng Information Technology-ის. კომპანიამ ჩინეთში 2026 წელს მარკეტინგული სარეკლამო კამპანიის წარმოება უნდა უზრუნველყოს.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე, აქტიურად ახდენენ ბაზრების დივერსიფიკაციას და ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებენ.

"საქართველო წელს შანხაიში, აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB China 2026-ზე, პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა. ქვეყნის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, ჩინეთის მასშტაბით კომპლექსური მარკეტინგული კამპანიები და ციფრული აქტივობები ტარდება. უმსხვილეს ქალაქებში მიმდინარეობს B2B შეხვედრები და როუდშოუები, სადაც ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ ჩინელ კოლეგებთან.

პარალელურად, საქართველოს ჩინელი ტუროპერატორები სტუმრობენ, რომლებიც ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ინფრასტრუქტურას ეცნობიან. ასევე, ტარდება ტრენინგები ქართველი ტუროპერატორებისთვის ჩინური ბაზრის სპეციფიკის ასათვისებლად. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური კამპანია დაიწყო ჩინეთის ციფრულ ბაზარზე, ისეთ მრავალმილიონიან პლატფორმებზე, როგორებიცაა: WeChat, Douyin, RedNote და Weibo. თანამშრომლობა მიმდინარეობს ჩინეთის უმსხვილეს ონლაინ ტურისტულ პლატფორმასთან Trip.com, რაც პირდაპირ რეჟიმში შეუწყობს ხელს ჯავშნების სტიმულირებას. პარალელურად, ჩინეთის უმსხვილესი ქალაქების ხალხმრავალ მოედნებსა და ქუჩებში საქართველოს საიმიჯო ბანერები და ვიზუალური მასალები განთავსდა", - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

OpenAI-მ რეკორდული შესაძლებლობების ხელოვნური ინტელექტი GPT-6 Astra წარადგინა

OpenAI-მ რეკორდული შესაძლებლობების ხელოვნური ინტელექტი GPT-6 Astra წარადგინა

BM.GE

რუსეთმა და ჩინეთმა ახალი გაზსადენის, „ბაიკალის ძალის“ პროექტი განიხილეს

რუსეთმა და ჩინეთმა ახალი გაზსადენის, „ბაიკალის ძალის“ პროექტი განიხილეს

BM.GE

"ევრობილდს" პატარა ენგურზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია გაუხანგრძლივდება

"ევრობილდს" პატარა ენგურზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია გაუხანგრძლივდება

BM.GE

უკრაინას ომი ყოველდღიურად $450 მილიონი უჯდება - ანდრიი სიბიჰა

უკრაინას ომი ყოველდღიურად $450 მილიონი უჯდება - ანდრიი სიბიჰა

BM.GE