მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ვხედავთ მოთამაშეებს, რომლებიც ბაზარზე არაკეთილსინდისიერად შემოდიან" - "ვისოლი" რეგულირების საჭიროებაზე საუბრობს
"ვხედავთ მოთამაშეებს, რომლებიც ბაზარზე არაკეთილსინდისიერად შემოდიან" - "ვისოლი" რეგულირების საჭიროებაზე საუბრობს

"ვხედავთ მოთამაშეებს, რომლებიც ბაზარზე არაკეთილსინდისიერად შემოდიან" - "ვისოლი" რეგულირების საჭიროებაზე საუბრობს

BM.GE30 აპრილი, 2026, 17:31|bm.ge

„ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა ამბობს, რომ არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების წინააღმდეგ რეგულირებაა საჭირო. მან ამის შესახებ ფასების საპარლამენტო კომისიაზე განაცხადა.

როგორც ვასილ ხორავა აღნიშნავს, სექტორში კონკურენცია მაღალია.

"რამდენიმეჯერ დაგვიყენებია ინიციატივა და ალბათ, მომავალშიც დავაყენებთ, რომ რაღაც რეგულაციები მეტი მივიღოთ. ჩვენ ვხედავთ მოთამაშეებს, რომლებიც ბაზარზე შემოდიან არაკეთილსინდისიერად, მომხმარებლის მოტყუების ან სხვადასხვა ინსტრუმენტის საფუძველზე. თამაშის წესებს, რომლებიც მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, ხარისხის სტანდარტის დაცვაზეა, სჭირდება შესაბამისი კონტროლი. არ ვამბობთ, რომ რაღაც კვოტები იყოს. მეტი რეგულაცია რომ არსებობდეს, ხარისხის კონტროლის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისითაც, შეიძლება, ამხელა, ზღვარს ზემოთ კონკურენცია არ ყოფილიყო, მაგრამ ამ პირობებში ძალიან ნორმალურად და კარგად ვართმევთ თავს და მოხარული ვართ, რომ ბაზარი იზრდება, იხვეწება, ბაზრის მოთამაშეები მეტ ინვესტიციას აკეთებენ ინფრასტრუქტურაში",- თქვა ვასილ ხორავამ.

დღეს "ფასების საპარლამენტო კომისია" ნავთობკომპანიებს უსმენს.

შეგახსენებთ, კომისია საკანონმდებლო ორგანოში თებერვლის დასაწყისში, სამი თვის ვადით შეიქმნა. მის მიზნად ფასწარმოქმნის მექანიზმების შესწავლის შემდეგ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დარეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადება სახელდება. კომისია უკვე შეხვდა რითეილ სექტორის, სადისტრიბუციო და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე, მწარმოებლებს და ა.შ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE