მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება“ - მარიამ ქვრივიშვილი
"ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება“ - მარიამ ქვრივიშვილი

"ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება“ - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE11 ივნისი, 2026, 21:41|bm.ge

ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სვანეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად.

მისი განცხადებით, ოპერატორ კომპანიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა სვანეთის სწრაფი გამრიცხველიანებისთვის, რაც უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც უშუალოდ რეგიონის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.

„ორი მიმართულებით მიმდინარეობს პროცესი: ერთი მხრივ, ადგილზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში აქვეყნებს პროგრესს არალეგალური მაინინგის გამოვლენის ფაქტების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, უშუალოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ოპერატორთან, რომელთან ერთადაც ვსაზღვრავთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკს იმისთვის, რომ დაუყონებლივ და ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი, უპირველესად, სვანეთისთვის და ზოგადად, მთელი საქართველოსთვის“ - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა, რადგან არსებული მდგომარეობა გავლენას ახდენს სამომხმარებლო ტარიფზე.

„საქართველოს მთავრობამ საკმაოდ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც, ერთი მხრივ თქვა, რომ შენარჩუნდება არსებული სატარიფო პოლიტიკა, მაგრამ, მეორე მხრივ, უზრუნველვყოფთ ელექტროენერგიის მოხმარების ზედა ზღვრის არსებობის მოწესრიგებას იმისთვის, რომ გავმიჯნოთ საჭიროება, რომელიც უშუალოდ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აქვს, ასევე სასტუმროებს, განთავსების ობიექტებსა და სხვა ბიზნეს მეწარმეებს, მაგრამ, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ცალსახად გასამიჯნია ელექტროენერგიის ის არალეგალური და უკანონო მოხმარება, რომელიც, თავის მხრივ, მაინინგს გულისხმობს“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გარიგებული თამაშები, სალაროდან გატანილი თანხები და ფინანსური კრიზისი - 6 საფეხბურთო კლუბის დარღვევები აუდიტის მიხედვით

გარიგებული თამაშები, სალაროდან გატანილი თანხები და ფინანსური კრიზისი - 6 საფეხბურთო კლუბის დარღვევები აუდიტის მიხედვით

BM.GE

იქნება მიზნობრივი სანქციების მოწოდება... იმედი გვაქვს, ორბანის მსგავსად არავინ დაბლოკავს|ევროპარლამენტარი საქართველოზე ანგარიშზე

იქნება მიზნობრივი სანქციების მოწოდება... იმედი გვაქვს, ორბანის მსგავსად არავინ დაბლოკავს|ევროპარლამენტარი საქართველოზე ანგარიშზე

BM.GE

ისტორიაში პირველად, აშშ-ში მზის ენერგიამ გამომუშავებით ქვანახშირს გადაუსწრო

ისტორიაში პირველად, აშშ-ში მზის ენერგიამ გამომუშავებით ქვანახშირს გადაუსწრო

BM.GE

IMF-ის მიერ პროგნოზის გაუმჯობესება ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას ადასტურებს - ვახტანგ ცინცაძე

IMF-ის მიერ პროგნოზის გაუმჯობესება ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას ადასტურებს - ვახტანგ ცინცაძე

BM.GE