მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვოლგოგრადის ოლქში რუსეთის უმსხვილესი ცემენტის ქარხანა იწვის
ვოლგოგრადის ოლქში რუსეთის უმსხვილესი ცემენტის ქარხანა იწვის

ვოლგოგრადის ოლქში რუსეთის უმსხვილესი ცემენტის ქარხანა იწვის

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 20:57|bm.ge

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ მიხაილოვკაში მდებარე ქარხანა Себряковцемент-ის ტერიტორიაზე 15 სექტემბრის ღამეს ძლიერი აფეთქებები მოხდა.

თავდასხმის შედეგად ობიექტზე ხანძარი გაჩნდა და ტერიტორია სქელმა კვამლმა დაფარა. OSINT-ანალიტიკოსებმა დარტყმის ძირითადი კერა მეხუთე საწარმოო ღუმელთან დააფიქსირეს. საუბარია მონაკვეთზე, რომელიც ქარხნის ერთ-ერთ საკვანძო საწარმოო ხაზს შეადგენს.

რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი დილის საინფორმაციო ბრიფინგზე ვოლგოგრადის ოლქი საერთოდ არ ახსენა. უწყებამ დრონებით თავდასხმის სამიზნე სხვა რეგიონები დაასახელა, ამ ობიექტზე კი კომენტარის გაკეთებას თავი აარიდა.

ცნობისთვის, Себряковцемент-ი წლიურად 4 მილიონ ტონაზე მეტ ცემენტსა და 3 მილიონ ტონა კლინკერს აწარმოებს. საწარმოში 1,500-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, ქარხნის წილი კი რუსეთის ცემენტის საერთო წარმოების დაახლოებით 6%-ს შეადგენს. სწორედ ეს მასშტაბი აქცევს კომპანიას რუსეთის სამშენებლო და სამრეწველო ინფრასტრუქტურისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის აქტივად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 278 სტატია.

  • ბულგარეთმა რუსეთს მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა ცხაკაია გადასცაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

BM.GE

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

BM.GE

როგორ მიიღო შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა $23-მილიარდიანი მოგება?

როგორ მიიღო შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა $23-მილიარდიანი მოგება?

BM.GE