მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Volkswagen-ი მოტოციკლების მწარმოებელ Ducati-ს შესაძლო გაყიდვას განიხილავს
Volkswagen-ი მოტოციკლების მწარმოებელ Ducati-ს შესაძლო გაყიდვას განიხილავს

Volkswagen-ი მოტოციკლების მწარმოებელ Ducati-ს შესაძლო გაყიდვას განიხილავს

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 01:25|bm.ge

Volkswagen Group-ი საკუთარ პორტფელს დეტალურად სწავლობს და შესაძლოა, მოტოციკლების მწარმოებელი Ducati-ს გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში დადგეს - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მედიის ცნობთ, იტალიური მოტოციკლების ბრენდის შეფასება მასშტაბური კორპორაციული რეორგანიზაციის ნაწილია, რომლის მიზანიც კონგლომერატის მხოლოდ მის ძირითად - საავტომობილო - ბიზნესზე ფოკუსირებაა.

ეს ნაბიჯი Volkswagen-ის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი რესტრუქტურიზაციის გეგმის ფონზე გადაიდგა. გასულ კვირას ჯგუფმა გლობალური კორპორაციული სტრატეგია წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც არასტრატეგიული მიმართულებების დაახლოებით ერთი მესამედი ან გაიყიდება, ან რეორგანიზაციას დაექვემდებარება. მენეჯმენტი თითოეული სამიზნე კომპანიისგან ძირითად ბიზნესში მკაფიო სტრატეგიულ და ფინანსურ წვლილს ითხოვს.

Ducati-ს მსგავსი ორბორბლიანი აქტივის გასხვისება კი სრულად ერგება ამ მიდგომას, რაც კომპანიის ოპტიმიზაციასა და ავტომობილების წარმოებაზე ძალისხმევის გაორმაგებას ემსახურება.

Audi-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გერნოტ დოლნერმა დაადასტურა, რომ მიმდინარე შეფასების პროცესის ფარგლებში Ducati-ს საკითხიც განიხილება, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

Volkswagen-ისთვის 1926 წელს დაარსებული მოტოციკლების ისტორიული მწარმოებლის გასხვისება ეპოქის დასასრულს ნიშნავს. აღნიშნული ბრენდი ჯგუფის პორტფელს 2012 წლის 19 ივლისს, რიგით მე-11 წევრად შეუერთდა. Bloomberg-ის შეფასებით, შესაძლო გაყიდვის შემთხვევაში, Ducati-ს ღირებულება შეიძლება დაახლოებით 1.25 მილიარდ ევროს შეადგენდეს.

პოტენციური გაყიდვის საკითხი მოტოციკლების მწარმოებლისთვის რთულ ფინანსურ პერიოდს ემთხვევა, რადგან კომპანია ამჟამად მოგებიანობის მხრივ სერიოზულ წნეხს განიცდის. გასულ წელს Ducati-ს საოპერაციო მოგებამ 52 მილიონი ევრო შეადგინა, რაც მკვეთრ - 42.8%-იან ვარდნას წარმოადგენს. ხელმძღვანელობამ საოპერაციო მოგების ეს კლება ვალუტის არახელსაყრელ კურსსა და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ ტარიფებს დაუკავშირა.

გარე ეკონომიკურ დაბრკოლებებს გაყიდვების საერთო კლებაც დაემთხვა. გასულ წელს ბრენდმა გლობალურად 50 895 მოტოციკლი გაყიდა, რაც მთლიანობაში 7%-იან შემცირებას ნიშნავს. ვარდნის მიუხედავად, კომპანიის ძირითადმა მოდელებმა გაყიდვების მაჩვენებლები მეტ-ნაკლებად შეინარჩუნეს: ყველაზე მოთხოვნადი მოდელის სტატუსი Multistrada-ს დარჩა (13 873 ერთეული).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო ICTWEEK Uzbekistan 2026-ზე წარდგება - რა შესაძლებლობები იხსნება ტექ-სექტორისთვის?

საქართველო ICTWEEK Uzbekistan 2026-ზე წარდგება - რა შესაძლებლობები იხსნება ტექ-სექტორისთვის?

BM.GE

"განვადებებში დეველოპერების ჩართულობა უნდა დასრულდეს" - სექტორი იპოთეკური სესხების შერბილებას ითხოვს

"განვადებებში დეველოპერების ჩართულობა უნდა დასრულდეს" - სექტორი იპოთეკური სესხების შერბილებას ითხოვს

BM.GE

ტაილანდმა 49 მონაცემთა ცენტრის მშენებლობა შეაჩერა

ტაილანდმა 49 მონაცემთა ცენტრის მშენებლობა შეაჩერა

BM.GE

Apple-მა iPhone 18 Pro და AirPods 5 წარადგინა

Apple-მა iPhone 18 Pro და AirPods 5 წარადგინა

BM.GE