მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Volkswagen-ი ოსნაბრიუკში მანქანების წარმოებას წყვეტს - ის ქარხანას თავდაცვის სექტორისთვის გადააიარაღებს
Volkswagen-ი ოსნაბრიუკში მანქანების წარმოებას წყვეტს - ის ქარხანას თავდაცვის სექტორისთვის გადააიარაღებს

Volkswagen-ი ოსნაბრიუკში მანქანების წარმოებას წყვეტს - ის ქარხანას თავდაცვის სექტორისთვის გადააიარაღებს

BM.GE30 აპრილი, 2026, 04:48|bm.ge

Volkswagen-ის აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ ბლუმეს განცხადებით, კომპანიამ თავდაცვის სექტორთან ინტენსიური მოლაპარაკებები დაიწყო. გერმანული ავტოგიგანტი 2027 წლიდან ოსნაბრიუკის ქარხანაში ავტომობილების წარმოებას შეწყვეტს. როგორც ხელმძღვანელობაში განმარტავენ, ამ ნაბიჯით Volkswagen-ი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში საკუთარი წვლილის შეტანას გეგმავს.

არსებული ინფორმაციით, კომპანია თავდაცვის სფეროში არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ავტომატიზაციისა და კვალიფიციური სამუშაო ძალის გამოყენებას აპირებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გერმანული კონცერნი უშუალოდ იარაღის წარმოებას არ გეგმავს. ოლივერ ბლუმემ Bild-თან ინტერვიუში განმარტა, რომ საუბარია სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების შექმნაზე, თუმცა ეს ტანკების გამოშვებას არ მოიცავს.

შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცის არჩევის შემდეგ ქვეყანამ პრიორიტეტად თავდაცვითი პოტენციალის გაზრდა ოფიციალურად დაისახა. სავარაუდოა, რომ Volkswagen-ი სწორედ კერძო თუ სახელმწიფო შეკვეთების შესრულებისთვის ემზადება.

ცნობისთვის, ოსნაბრიუკის ქარხანა ევროპის უმსხვილესი ავტომწარმოებლის, Volkswagen AG-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწარმოო ობიექტია. ამჟამად იქ Volkswagen Group-ის სხვადასხვა მოდელის მანქანის წარმოება მიმდინარეობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE