მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს Patriot-ის რაკეტების მიწოდება სთხოვა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს Patriot-ის რაკეტების მიწოდება სთხოვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს Patriot-ის რაკეტების მიწოდება სთხოვა

BM.GE28 მაისი, 2026, 18:34|bm.ge

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და კონგრესს ოფიციალური წერილით მიმართა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის PAC-3 ტიპის რაკეტების სასწრაფო გადაცემა სთხოვა.

არსებული ინფორმაციით, უკრაინის ლიდერმა ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან ბალისტიკური დარტყმების მკვეთრი გაძლიერების ფონზე გადადგა. POLITICO-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად უკრაინის პრეზიდენტმა ბალისტიკურ რაკეტებს კრემლის მთავარი უპირატესობა უწოდა და აღნიშნა, რომ მისი განეიტრალება მხოლოდ ამერიკულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეუძლია.

შეგახსენებთ, გასულ უქმეებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა ქვეყანაში რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 90-ზე მეტმა მოქალაქემ კი სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას უკვე დიდი ხანია აყოვნებს. ამ შეფერხების გამო კი კიევის თავდაცვითი რესურსები საგრძნობლად მცირდება. ანალიტიკოსები საუბრობენ იმაზეც, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა PAC-3 ტიპის რაკეტები დეფიციტურად აქცია. მასზე მოთხოვნა მკვეთრადაა გაზრდილი. ისრაელი და რეგიონში აშშ-ის სხვა მოკავშირეები ასობით ასეთ რაკეტას აქტიურად იყენებენ, რათა ირანიდან მომავალი საფრთხე გაანეიტრალონ. საკუთარ წერილში უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ სხვა რეგიონებში არსებული მაღალი მოთხოვნა სრულიად ლოგიკურია, თუმცა თქვა, რომ საჭიროა ომში მყოფი კიევის დახმარებაც.

ცნობისთვის, ამერიკული წარმოების Patriot-ის სისტემები რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის ერთადერთ ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა. იმის მიუხედავად, რომ კიევი საკუთარი ანალოგიური ტექნოლოგიების შექმნაზეც მუშაობს, ქვეყანა მათ ასამოქმედებლად ჯერ მზად არ არის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE