მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Warner Bros-მა $2.9 მილიარდის ზარალი დააფიქსირა - მიზეზი Paramount-ის გარიგება და რესტრუქტურიზაციაა
Warner Bros-მა $2.9 მილიარდის ზარალი დააფიქსირა - მიზეზი Paramount-ის გარიგება და რესტრუქტურიზაციაა

Warner Bros-მა $2.9 მილიარდის ზარალი დააფიქსირა - მიზეზი Paramount-ის გარიგება და რესტრუქტურიზაციაა

BM.GE10 მაისი, 2026, 19:26|bm.ge

Warner Bros. Discovery-მ პირველ კვარტალში 2.9 მილიარდი დოლარის წმინდა ზარალი დააფიქსირა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (453 მილიონი დოლარი) თითქმის 6.5-ჯერ აღემატება.

კომპანიის ცნობით, ეს რიცხვი მოიცავს მილიარდი დოლარის "შესყიდვებთან დაკავშირებულ არამატერიალური აქტივების ამორტიზაციას, კონტენტის სამართლიანი ღირებულების ზრდასა და რესტრუქტურიზაციის ხარჯებს", ასევე იმ 2.8-მილიარდიან ჯარიმას, რომელიც WBD-ს თებერვალში, გარიგების ჩაშლის გამო, Netflix-ისთვის უნდა გადაეხადა.

საქმე ისაა, რომ Netflix-მა WBD-ის აქტივების შესყიდვის შეთავაზებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც Paramount Skydance-მა უფრო მაღალი ფასი დაასახელა. Paramount-ი WBD-ის სრულად შესყიდვის შეთანხმების ფარგლებში ამ ჯარიმის გადახდას დათანხმდა, თუმცა გარიგების საბოლოოდ დახურვამდე, ეს ხარჯი კვლავ WBD-ის ფინანსურ ანგარიშებში ფიქსირდება. ვინაიდან გარკვეულ გარემოებებში (მაგალითად, თუ WBD Paramount-თან გარიგებას უფრო მაღალი შეთავაზების გამო გააუქმებს) ეს თანხა Paramount-ისთვის უკან დასაბრუნებელია, ვალდებულება WBD-ზე გადადის.

Paramount-ის მიერ შესყიდვის გეგმა WBD-ის აქციონერებმა აპრილში დაამტკიცეს და ამჟამად მარეგულირებლის მიერ განხილვის პროცესშია. ორშაბათს, შემოსავლების შესახებ ანგარიშში Paramount-მა განაცხადა, რომ გარიგების დასრულების კუთხით "მნიშვნელოვან პროგრესს" მიაღწია, პროცესის სრულად დახურვას კი მესამე კვარტალში ელის.

WBD-მ ასევე განაცხადა, რომ პირველ კვარტალში შემოსავალი წლიურად 1%-ით, 8.89 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. კომპანიის კორექტირებული მოგება პროცენტების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის დაქვითვამდე 5%-ით, 2.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. კვარტალის ბოლოსთვის WBD-ის მთლიანი ვალი 33.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

კომპანიისთვის ნათელ წერტილად კვლავ სტრიმინგ-სერვისები რჩება.

სტრიმინგის მიმართულებით მთლიანი შემოსავალი 9%-ით, დაახლოებით 2.89 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამის მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე WBD-ის მთავარი სტრიმინგ-პლატფორმის, HBO Max-ის გაფართოების შედეგად გამომწერთაგან მიღებული შემოსავლების მატებაა. ამასთან, რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი 20%-ით გაიზარდა, რაც რეკლამიანი სააბონენტო პაკეტის მომხმარებელთა ზრდამ განაპირობა.

აქციონერებისადმი გაგზავნილ წერილში კომპანიამ აღნიშნა, რომ პირველი კვარტალის ბოლოსთვის გადააჭარბა საკუთარ პროგნოზს (140 მილიონი მომხმარებელი გლობალურად) და წლის ბოლომდე გლობალური გამომწერების რაოდენობის 150 მილიონზე ასვლას გეგმავს.

WBD-ის ფასიანი სატელევიზიო ქსელების პორტფელი, რომელიც CNN-ს, TBS-სა და Discovery Channel-ს მოიცავს, კომპანიას კვლავ მძიმე ტვირთად აწევს. ტრადიციული სატელევიზიო ქსელების შემოსავალმა 4.38 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-იანი კლებაა. კომპანიის განცხადებით, ტელევიზიაში რეკლამიდან მიღებული შემოსავალი 11%-ით დაეცა, რაც ძირითადად პორტფელში NBA-ის მედიაუფლებების არარსებობამ გამოიწვია.

პარალელურად, კინოსტუდიის განყოფილების შემოსავალი წლიურად 35%-ით, 3.13 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Anthropic-მა Google-ისგან $200 მილიარდის სერვისების შესყიდვის ვალდებულება აიღო

Anthropic-მა Google-ისგან $200 მილიარდის სერვისების შესყიდვის ვალდებულება აიღო

BM.GE

2026 წლის I კვარტალში ვისკის იმპორტი 72.5%-ით გაიზარდა

2026 წლის I კვარტალში ვისკის იმპორტი 72.5%-ით გაიზარდა

BM.GE

ირანმა აშშ-ს ომის დასრულების წინადადებაზე პასუხი პაკისტანის მეშვეობით გაუგზავნა

ირანმა აშშ-ს ომის დასრულების წინადადებაზე პასუხი პაკისტანის მეშვეობით გაუგზავნა

BM.GE

ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის გარეშე ფასების კომისიების დასკვნები უშედეგო იქნება - რატიშვილი

ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის გარეშე ფასების კომისიების დასკვნები უშედეგო იქნება - რატიშვილი

BM.GE