მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. WB-ის მიერ განახლებული საქართველოს ეკ.ზრდის პროგნოზი 2.6-ჯერ აღემატება EU-ის წევრობის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს - პრემიერი
WB-ის მიერ განახლებული საქართველოს ეკ.ზრდის პროგნოზი 2.6-ჯერ აღემატება EU-ის წევრობის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს - პრემიერი

WB-ის მიერ განახლებული საქართველოს ეკ.ზრდის პროგნოზი 2.6-ჯერ აღემატება EU-ის წევრობის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს - პრემიერი

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 15:38|bm.ge

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ეს პროგნოზი გაიზარდა 7%-მდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს ასახავს იმ დადებით ტენდენციებს, რომელიც არის საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე წლის განმავლობაში.

„მანამდე, ივნისში იყო წინასწარი პროგნოზი გამოქვეყნებული, რომელიც შეადგენდა 5%-ს და ეს პროგნოზი არის გაზრდილი 2 პროცენტული პუნქტით, 5%-დან 7%-მდე, რაც ასახავს იმ დადებით ტენდენციებს, რომელიც არის საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე წლის განმავლობაში. ეს პროგნოზი 2.6-ჯერ აღემატება ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2026-2027-2028 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მთლიანად ევროპის ქვეყნებს შორის. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ამ ტენდენციის შენარჩუნება“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროგრამას "ისწავლე და დასაქმდი" 22 ახალი პროფესიული კურსი ემატება - რეგისტრაციის ვადები

პროგრამას "ისწავლე და დასაქმდი" 22 ახალი პროფესიული კურსი ემატება - რეგისტრაციის ვადები

BM.GE

9 თვეში საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთი 15,4 მლნ ტონამდე გაიზარდა - პრემიერი

9 თვეში საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთი 15,4 მლნ ტონამდე გაიზარდა - პრემიერი

BM.GE

დღეში 1000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს - ირაკლი კობახიძე

დღეში 1000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს - ირაკლი კობახიძე

BM.GE

მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება უკვე 22%-ით შემცირდა, თუმცა ეს საკმარისი არაა | ირაკლი კობახიძე

მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება უკვე 22%-ით შემცირდა, თუმცა ეს საკმარისი არაა | ირაკლი კობახიძე

BM.GE