მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "Wildberries-ის გაკოტრებამ შესაძლოა რუსეთის საბანკო სისტემა ჩამოშალოს" - დერიპასკა
"Wildberries-ის გაკოტრებამ შესაძლოა რუსეთის საბანკო სისტემა ჩამოშალოს" - დერიპასკა

"Wildberries-ის გაკოტრებამ შესაძლოა რუსეთის საბანკო სისტემა ჩამოშალოს" - დერიპასკა

BM.GE27 ივლისი, 2026, 20:16|bm.ge

რუსმა მილიარდერმა, ოლეგ დერიპასკამ განაცხადა, რომ ქვეყნის უმსხვილესი ონლაინრითეილერის, Wildberries-ის შესაძლო გაკოტრება, რუსეთის საბანკო სისტემას სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე დააყენებს.

როგორც ირკვევა, Wildberries-ის პოტენციური გაკოტრების მთავარ საფრთხეს კომპანიის კოლოსალური საბანკო დავალიანება ქმნის. დერიპასკას განმარტებით, მსხვილი კორპორაციები ხშირად ოპერირებენ დიდ ვალებთან ერთად, თუმცა Wildberries-ის შემთხვევა არა განსხვავებულია, რადგან მისი უარყოფითი ბალანსი კომპანიის სრული ჩამოშლის საფრთხეს ქმნის. მილიარდერის აზრით, პლატფორმის კოლაფსი ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, რაც ათასობით მცირე მეწარმეს, დასაქმებულსა და უშუალოდ მსხვილ კრედიტორ ბანკებსაც დააზარალებს.

დერიპასკა მიიჩნევს, რომ შექმნილი რისკების გათვალისწინებით, რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდება, კომპანიის გადასარჩენად საბიუჯეტო სახსრები გამოიყენოს, რაც თავის მხრივ სამხედრო დაფინანსების რესურსებს შეამცირებს.

ცნობისთვის, Wildberries-ი 5.6 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობის ლოგისტიკური ქსელის მქონე, რუსეთის უმსხვილესი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ბოლო რამდენიმე კვირაა ამოიღეს მიზანში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია

ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია

BM.GE

საპენსიო ფონდის დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების შექმნიდან 3 წელი გავიდა - შედეგები

საპენსიო ფონდის დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების შექმნიდან 3 წელი გავიდა - შედეგები

BM.GE

რუსეთის საერთაშორისო რეზერვები ერთ კვირაში $753.5 მილიარდამდე შემცირდა

რუსეთის საერთაშორისო რეზერვები ერთ კვირაში $753.5 მილიარდამდე შემცირდა

BM.GE

ირანული ავიაკომპანიების ოპერირება იზღუდება - რამდენ ტურისტს და შემოსავალს იღებს საქართველო ირანიდან?

ირანული ავიაკომპანიების ოპერირება იზღუდება - რამდენ ტურისტს და შემოსავალს იღებს საქართველო ირანიდან?

BM.GE