მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. www.ekalata.gov.ge-ს დანაზოგის დათვლის და ფასების ცვლილების მონიტორინგის ფუნქციონალი დაემატა
www.ekalata.gov.ge-ს დანაზოგის დათვლის და ფასების ცვლილების მონიტორინგის ფუნქციონალი დაემატა

www.ekalata.gov.ge-ს დანაზოგის დათვლის და ფასების ცვლილების მონიტორინგის ფუნქციონალი დაემატა

BM.GE31 აგვისტო, 2026, 17:12|bm.ge

საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალ www.ekalata.gov.ge-ს ახალი სუპერმარკეტების ქსელი „ამბარი“ დაემატა. ამასთან, პლატფორმაზე მომხმარებლებისთვის დანაზოგის დათვლისა და თვის განმავლობაში ფასების დინამიკის შესახებ ინფორმაციის მიღების ფუნქციები ამოქმედდა.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სავაჭრო ქსელში არსებული ფასები ერთ სივრცეში შეადარონ და მათთვის სასურველი პროდუქციის შეძენისას ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. პორტალზე ამ დროისათვის 14 სავაჭრო ქსელია წარმოდგენილი: „აგროჰაბი“, „ამბარი“, „კარფური“, „დეილი“, „გუდვილი“, „გვირილა“, „კალათა“, „ლიბრე“, „მაგნიტი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „სპარი“, „უნივერსამი“ და „ზღაპარი“.

"მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისა და 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასები შეადარონ.

დანაზოგის დათვლის ფუნქციონალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სავაჭრო ქსელში პროდუქციის ფასების შედარების საფუძველზე პოტენციური დანაზოგი გამოთვალოს. აგვისტოს მონაცემებით, პორტალზე განთავსებულ ერთეულ პროდუქციაზე ფასდაკლებული თანხების ჯამი 2 265.5 ლარია, საშუალოდ ერთ სავაჭრო ქსელზე კი დანაზოგი 161.82 ლარს შეადგენდა. ამ მაჩვენებლით, აგვისტოში ლიდერი სუპერმარკეტების ქსელი „კარფური“ იყო", - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

GCCA-ში განმარტავენ, www.ekalata.gov.ge-ს მიზანია მომხმარებლისთვის ფასების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, სხვადასხვა სავაჭრო ქსელის შეთავაზებების შედარების გამარტივება და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა. პორტალზე განთავსებული ინფორმაცია სავაჭრო ქსელების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ოპერატიულად ახლდება.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო www.ekalata.gov.ge-ს განვითარებას აქტიურად განაგრძობს. სამომავლოდ პლატფორმაზე არაერთი ახალი ფუნქციონალისა და სერვისის დამატებაა დაგეგმილი. მათ შორის, მზადდება www.ekalata.gov.ge-ს მობილური აპლიკაცია iOS-ისა და Android-ის მოწყობილობებისთვის. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა სავაჭრო ქსელების მაღაზიების გეოგრაფიული ლოკაციების ფუნქციონალის შექმნაზე, რომელიც მომხმარებლებს სასურველი სავაჭრო ობიექტების მდებარეობის მარტივად მოძიების შესაძლებლობას მისცემს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალური განცხადება გამანაწილებებლი ქსელის გადაადგილების ან რეკონსტრუქციის შესახებ

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალური განცხადება გამანაწილებებლი ქსელის გადაადგილების ან რეკონსტრუქციის შესახებ

BM.GE

საქართველოში $500 მილიონის ღირებულების, 360 მეგავატის ჰესები შენდება - ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოში $500 მილიონის ღირებულების, 360 მეგავატის ჰესები შენდება - ეკონომიკის სამინისტრო

BM.GE

ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ბიშკეკში ერთმანეთს ხვდებიან

ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ბიშკეკში ერთმანეთს ხვდებიან

BM.GE

თურქეთის ეკონომიკა მეორე კვარტალში 2.3%-ით გაიზარდა

თურქეთის ეკონომიკა მეორე კვარტალში 2.3%-ით გაიზარდა

BM.GE