
Yandex-ის მონაცემთა ცენტრზე დრონების თავდასხმის შემდეგ, აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
BM.GE|bm.ge
უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ Yandex-ის ტაქსის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს. NEWS.On.ge წერს, რომ მომხმარებლები აპლიკაციაში ნავიგაციის პრობლემებზე მიუთითებენ.
ამასთან, სოციალურ ქსელში მძღოლებიც წერენ, რომ სისტემაში ხარვეზებია და შეკვეთები აღარ შემოდის.
11 ოქტომბერს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ ვლადიმირში მდებარე Yandex-ის მსხვილ მონაცემთა ცენტრზე იერიში მიიტანეს.
რუსულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Yandex-მა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ობიექტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. დარტყმის შემდეგ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ცენტრმა მუშაობა სრულად შეაჩერა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge