მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყაზახეთი რუსული ელექტროენერგიის იმპორტს 2027 წლისთვის შეწყვეტს
ყაზახეთი რუსული ელექტროენერგიის იმპორტს 2027 წლისთვის შეწყვეტს

ყაზახეთი რუსული ელექტროენერგიის იმპორტს 2027 წლისთვის შეწყვეტს

BM.GE6 მაისი, 2026, 23:27|bm.ge

ყაზახეთი 2027 წლისთვის რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის სრულად შეწყვეტას გეგმავს.

ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება შიდა გენერაციის ახალი სიმძლავრეების ექსპლუატაციაში შესვლას უკავშირდება.

ამჟამად ქვეყანაში საწვავის დეფიციტი 1.2 მილიარდ კილოვატ-საათამდე მერყეობს, თუმცა ეს მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა. სამინისტროში კი განმარტავენ, რომ 2027 წლიდან დეფიციტი სრულად ამოივსება. ცნობისთვის, 2025 წელს რუსული ელექტროენერგიის ექსპორტის 60% სწორედ ყაზახეთზე მოდიოდა.

საყურადღებოა, რომ ოფიციალურმა ასტანამ ბოლო წლებში ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად 13 ტრილიონ ტენგეზე ($25 მლრდ.) მეტი ღირებულების პროექტების განხორციელება დაიწყო. სამინისტროს გეგმის მიხედვით, 2027 წლის პირველი კვარტალის ბოლოსთვის 15.3 გიგავატი ჯამური სიმძლავრის 81 ობიექტი ამოქმედდება, რაც სრულად დაფარავს დეფიციტს. მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ ყაზახეთმა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში რუსული კომპანიები ალტერნატიული ქვეყნებით ჩაანაცვლა. მაგალითად, სემეის, კოკშეტაუსა და უსტ-კამენოგორსკის თბოელექტროსადგურების მშენებლობაზე მოსკოვთან თანამშრომლობა უკვე ერთ წელზე მეტია შეწყდა. მათ ამჟამად ყაზახურ-სინგაპურული კონსორციუმი დამოუკიდებლად აშენებს.

რაც შეეხება ეკიბასტუზის GRES-2-ის პროექტს, რუსული ტურბინები ჩინური Harbin Electric-ის ტექნიკით შეიცვლება. სამინისტროს ინფორმაციით, ეს ცვლილება სამუშაოების ღირებულებას 650 მილიარდიდან 400 მილიარდ ტენგემდე შეამცირებს, რაც ბიუჯეტს $500 მილიონს დაუზოგავს. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ორი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე კონტრაქტები რუსეთის ნაცვლად ჩინეთმა მოიპოვა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსული მხარისთვის ეს მორიგი ფინანსური დარტყმაა, რადგან 2026 წლის დასაწყისში მან ჩინეთის ენერგობაზარი სრულად დაკარგა.

ცნობისთვის, ყაზახეთი და საქართველო რუსული ელექტროენერგიის ძირითად მყიდველებად მიიჩნევიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • დონალდ ტუსკი: ყველაფერი მიუთითებს, რომ პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდაიმედი
  • რუსული მედია: რუსეთმა საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდატვ პირველი
  • ევროკავშირმა “თელასის” საბოლოო მფლობელი რუსული კომპანია დაასანქცირანეტგაზეთი
რუსული →

მსგავსი სტატიები

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

BM.GE

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

BM.GE

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

BM.GE

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

BM.GE