მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყაზახეთმა ხორბლის იმპორტი 6 თვით აკრძალა
ყაზახეთმა ხორბლის იმპორტი 6 თვით აკრძალა

ყაზახეთმა ხორბლის იმპორტი 6 თვით აკრძალა

BM.GE20 ივლისი, 2026, 19:11|bm.ge

ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო გზით ხორბლის იმპორტზე ექვსთვიანი აკრძალვა დააწესა, რომელიც ძალაში 2026 წლის 27 ივლისს შევა და როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან, ისე მესამე ქვეყნებიდან განხორციელებულ მიწოდებაზე გავრცელდება.

ყაზახური მედია წერს, რომ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი იაფი რუსული ხორბლის შემოდინების შეზღუდვაა, რაც შიდა ბაზარზე ახდენს გავლენას.

ამასთან, რკინიგზით ხორბლის შემოტანა ნებადართულია მეფრინველეობისა და მარცვლეულის გადამმუშავებელი საწარმოებისთვის, ლიცენზირებული ელევატორებისა და სახელმწიფო „სასურსათო საკონტრაქტო კორპორაციის“ საჭიროებებისთვის. ასეთი ხორბლის რეალიზაცია შეუძლებელია როგორც შიდა, ისე საგარეო ბაზრებზე.

აკრძალვა ასევე არ ვრცელდება ყაზახეთის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო ტრანზიტულ გადაზიდვებზე, ისევე როგორც რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს შორის მარცვლეულის გადაადგილებაზე.

ყაზახური მედიის ინფორმაციით, ბოლო წლებში ყაზახეთში იმპორტის ძირითად წყაროს სწორედ რუსული ხორბალი წარმოადგენდა. დიდი მოცულობისა და დაბალი ფასის წყალობით, ის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის კონკურენციას ამწვავებდა და შიდა ბაზარზე ჭარბ მიწოდებას ქმნიდა.

ყაზახეთი მსოფლიოში ხორბლისა და ფქვილის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, რის გამოც ხელისუფლება საკუთარი მოსავლის რეალიზაცია და მარცვლეულის გადამმუშავებელი დარგის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფას ცდილობს. შიდა ბაზრის მხარდასაჭერად, რუსული ხორბლის იმპორტზე მსგავსი შეზღუდვები ქვეყანას გასულ წლებშიც დაუწესებია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"სასტუმროების გაყიდვა ძალიან ბევრ მფლობელს უნდა…დღესაც შევხვდი ორ მესაკუთრეს"|ინტერვიუ შალვა ალავერდაშვილთან

"სასტუმროების გაყიდვა ძალიან ბევრ მფლობელს უნდა…დღესაც შევხვდი ორ მესაკუთრეს"|ინტერვიუ შალვა ალავერდაშვილთან

BM.GE

Uber-მა თანამშრომელთა 10%-ის გათავისუფლება გადაწყვიტა

Uber-მა თანამშრომელთა 10%-ის გათავისუფლება გადაწყვიტა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

4 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

4 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE