მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყაზახეთმა ნოვოროსიისკის ტერმინალით ნავთობის მიწოდება შეაჩერა
ყაზახეთმა ნოვოროსიისკის ტერმინალით ნავთობის მიწოდება შეაჩერა

ყაზახეთმა ნოვოროსიისკის ტერმინალით ნავთობის მიწოდება შეაჩერა

BM.GE21 ივლისი, 2026, 22:12|bm.ge

უკრაინული საზღვაო დრონების მიერ ნოვოროსიისკში მდებარე კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ტერმინალის საკვანძო ინფრასტრუქტურის დაზიანების შემდეგ, ყაზახეთმა შავ ზღვაში თავისი ძირითადი საექსპორტო მარშრუტით ნავთობის მიწოდება შეაჩერა.

იერიში საზღვაო ტერმინალის მიბმის აღჭურვილობაზე განხორციელდა, რამაც ტანკერების დატვირთვის პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერება გამოიწვია. ფუნქციური მიბმის სისტემების გარეშე ხომალდები უსაფრთხოდ ვერ ჩერდებიან, რაც ექსპორტის სრულ პარალიზებას ნიშნავს. შექმნილ ვითარებას ყაზახეთის მთავრობა ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და უკრაინას აღნიშნულ ობიექტზე იერიშების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ყაზახეთი ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანაა, რის გამოც რუსეთის გავლით ნოვოროსიისკის პორტამდე არსებული CPC-ის მარშრუტი საერთაშორისო ბაზრების მოსამარაგებლად ძირითადი არტერიაა. მილსადენზე ყაზახეთის ნავთობის მთლიანი ექსპორტის 80%-ზე მეტი და გლობალური მიწოდების 1%-ზე მეტი მოდის.

თავად ობიექტი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, რის გამოც ყაზახეთს მისი დამოუკიდებლად დაცვა ან შეკეთება არ შეუძლია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

BM.GE

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

BM.GE

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

BM.GE

PASHA Real Estate და Marriot International თბილისსა და ბაქოში სასტუმროების გახსნას გეგმავენ

PASHA Real Estate და Marriot International თბილისსა და ბაქოში სასტუმროების გახსნას გეგმავენ

BM.GE