მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ყაზბეგის" საბაჟოს მუშაობა შეჩერებულია - მიზეზი განგაშის სისტემის სიგნალია | RS-ის განცხადება
"ყაზბეგის" საბაჟოს მუშაობა შეჩერებულია - მიზეზი განგაშის სისტემის სიგნალია | RS-ის განცხადება

"ყაზბეგის" საბაჟოს მუშაობა შეჩერებულია - მიზეზი განგაშის სისტემის სიგნალია | RS-ის განცხადება

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 13:27|bm.ge

დევდორაკის ხეობაში ადრეული გაფრთხილების სისტემის განგაშის სიგნალის შემდეგ "ყაზბეგის" საბაჟოს მუშაობა შეჩერებულია - ინფორმაციას შსს-ს შემდეგ შემოსავლების სამსახური აქვეყნებს.

მათი ცნობით, საბაჟო მუშაობას საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში განაახლებს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ "ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, აღნიშნულ საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები, ასევე ადგილზე მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის და სასაზღვრო პოლიციის ყველა წარმომადგენელი, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები, სატვირთო/მსუბუქი ავტომობილები, მათი მძღოლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.

აქვე განვმარტავთ, რომ ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება", - ნათქვამია შემოსავლების სამსხურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სისტემაში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • გიორგი ზერეკიძე: სააკაშვილმა 14 წლის ბავშვი განტევების ვაცად მაქცია - ქვეყნის პირველი პირი გამოდიოდა და კრიმინალს მეძახდა, პირდაპირ ერეოდა სასამართლო სისტემაშირუსთავი 2
  • როგორ იმუშავა სისტემამ - როგორ მივიდნენ სერბები გამარჯვებემდეტვ პირველი
  • ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრემიერად რუსეთის სასამართლო სისტემის ყოფილი წარმომადგენელი დაინიშნებაფორმულა
  • რუსეთი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საბანკო სისტემაზე კონტროლს აძლიერებსნეტგაზეთი
სისტემაში →

მსგავსი სტატიები

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

BM.GE

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE

დემოკრატები უკრაინისთვის $15-მილიარდიანი დახმარების პაკეტს ამზადებენ

დემოკრატები უკრაინისთვის $15-მილიარდიანი დახმარების პაკეტს ამზადებენ

BM.GE