მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ თუნდაც ასეთი მასშტაბური სტიქიის პირობებში, მაქსიმალურად ავირიდოთ გართულებები - კობახიძე
ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ თუნდაც ასეთი მასშტაბური სტიქიის პირობებში, მაქსიმალურად ავირიდოთ გართულებები - კობახიძე

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ თუნდაც ასეთი მასშტაბური სტიქიის პირობებში, მაქსიმალურად ავირიდოთ გართულებები - კობახიძე

BM.GE14 ივლისი, 2026, 19:33|bm.ge

"მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ თუნდაც ასეთი მასშტაბური სტიქიის პირობებში, მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან გართულებები. ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა",- ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ განუცხადა.

მან საკითხზე მომუშავე უწყებებს მადლობა გადაუხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სამუშაოებში ჩართული იყვნენ ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის სამინისტროები და შსს-ს სამაშველო სამსახური.

"მთელი ამ დროის განმავლობაში უშუალოდ ვიყავით ჩართული ამ პროცესების კოორდინაციაში და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. ყველა ეს უწყება, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლება ასევე იყო აქტიურად მობილიზებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპში მოხერხებულიყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და შედეგებს საზოგადოება ხედავს. რაც მთავარია, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თუნდაც ასეთი მასშტაბური სტიქიის პირობებში მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან გართულებები, ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

2026 წლის 12 ივლისს, გამთენიისას თელავში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თელავისთვის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე - 40.1 მმ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 192 სტატია.

  • კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტიაიმედი
  • როგორ ხსნის კობახიძე მდინარაძის გადადგომასნეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობასრუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ვენესუელა OPEC-იდან გასვლას განიხილავს

ვენესუელა OPEC-იდან გასვლას განიხილავს

BM.GE

"მაქსიმალურად დავეხმარებით თითოეულ ოჯახს" - ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში ჩავიდა

"მაქსიმალურად დავეხმარებით თითოეულ ოჯახს" - ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში ჩავიდა

BM.GE

Wyndham Grand Tbilisi-ში ინდოეთიდან ჯავშნები შემცირდა, დიდი ბრიტანეთიდან გაიზარდა | რა დატვირთვით მუშაობს სასტუმრო?

Wyndham Grand Tbilisi-ში ინდოეთიდან ჯავშნები შემცირდა, დიდი ბრიტანეთიდან გაიზარდა | რა დატვირთვით მუშაობს სასტუმრო?

BM.GE

ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისთვის 8 067 კვ.მ მიწის ექსპროპრიაცია იგეგმება

ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისთვის 8 067 კვ.მ მიწის ექსპროპრიაცია იგეგმება

BM.GE