
ყველაზე ახალგაზრდა ქვეყნები - მოსახლეობის მედიანური ასაკი მსოფლიოს 40 უმსხვილეს ეკონომიკაში
მოსახლეობის ასაკი მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებში მკვეთრად განსხვავდება, რაც სამომავლო ზრდისა და შრომის ბაზრებისთვის სრულიად განსხვავებულ დემოგრაფიულ სურათს ქმნის. დროთა განმავლობაში ამ დემოგრაფიულმა ძვრებმა შესაძლოა განსაზღვროს ისიც, თუ როგორ მოერგებიან ქვეყნები ახალ ტექნოლოგიებსა და სამუშაო გარემოს ცვალებად მოთხოვნებს.
მონაცემები, რომლებიც CIA World Factbook-ს ეყრდნობა, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიხედვით მსოფლიოს 40 უმსხვილესი ეკონომიკის მედიანურ (საშუალო) ასაკს აჯამებს.
მსხვილ ეკონომიკებს შორის მედიანური ასაკით ყველაზე ახალგაზრდა ფილიპინებია (26.0). ახალგაზრდა ქვეყნების სიაში ასევე შედიან ისრაელი (30.0), ბანგლადეში (30.0), ინდოეთი (30.1), მექსიკა (31.0) და ინდონეზია (31.8) - ეს მაჩვენებლები განვითარებადი ბაზრებისთვის დამახასიათებელ ახალგაზრდა პოპულაციას ასახავს.
# ქვეყანა საშუალო ასაკი 1 ფილიპინები 26.0 2 ისრაელი 30.0 3 ბანგლადეში 30.0 4 ინდოეთი 30.1 5 მექსიკა 31.0 6 ინდონეზია 31.8 7 მალაიზია 32.0 8 საუდის არაბეთი 32.8 9 არგენტინა 33.0 10 ვიეტნამი 33.0 11 კოლუმბია 33.0 12 თურქეთი 34.4 13 ბრაზილია 35.4 14 არაბთა გაერთიანებული საამიროები 36.0 15 ავსტრალია 38.5 16 სინგაპური 39.0 17 აშშ 39.5 18 ირლანდია 40.0 19 ჩინეთი 40.8 20 დიდი ბრიტანეთი 40.9 21 შვედეთი 41.0 22 ნორვეგია 41.0 23 ბელგია 42.0 24 ტაილანდი 42.0 25 დანია 42.0 26 ნიდერლანდები 42.2 27 რუსეთი 42.3 28 საფრანგეთი 42.7 29 კანადა 42.8 30 პოლონეთი 43.4 31 შვეიცარია 44.0 32 ტაივანი 45.0 33 ავსტრია 45.0 34 რუმინეთი 46.0 35 გერმანია 46.9 36 სამხრეთ კორეა 47.0 37 ჰონგ-კონგი 47.0 38 ესპანეთი 47.2 39 იტალია 48.8 40 იაპონია 50.2
მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის ინდოეთი გამოირჩევა. ნომინალური მშპ-ის მიხედვით ის მსოფლიოში მე-6 უდიდესი ეკონომიკაა, თუმცა მისი მედიანური ასაკი მხოლოდ 30.1 წელია - რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება აშშ-ის (39.5) და გაერთიანებული სამეფოს (40.9) მაჩვენებლებს. ეკონომიკური მასშტაბისა და შედარებით ახალგაზრდა, ციფრულ ტექნოლოგიებთან ბავშვობიდანვე ადაპტირებული მოსახლეობის კომბინაცია ინდოეთს უნიკალურ პოზიციაში აყენებს, რათა სამუშაო ძალაში ახალი ტექნოლოგიები და ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული ინსტრუმენტები აქტიურად დანერგოს.