მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყველაზე დაბალი ხელფასი კვლავ განათლების სექტორშია - სად არის ყველაზე მაღალი/დაბალი ანაზღაურება საქართველოში?
ყველაზე დაბალი ხელფასი კვლავ განათლების სექტორშია - სად არის ყველაზე მაღალი/დაბალი ანაზღაურება საქართველოში?

ყველაზე დაბალი ხელფასი კვლავ განათლების სექტორშია - სად არის ყველაზე მაღალი/დაბალი ანაზღაურება საქართველოში?

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 15:09|bm.ge

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მე-2 კვარტალშიც ბიზნესს სექტორში საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი უფრო მაღალია, ვიდრე სახელმწიფო სექტორში. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფო სექტორში საანგარიშო პერიოდში საშუალო თვიური ხელფასი 2 059 ლარი იყო, ხოლო ბიზნესს სექტორში - 2 563 ლარი.

რაც შეეხება საქმიანობებს, ტრადიციულად საშუალო ხელფასი ყველაზე დაბალი განათლების სექტორში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე მაღალი ანაზღაურება ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორებშია.

საქსტატის თანახმად, II კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი შემდეგ საქმიანობებში დაფიქსირდა:

• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 400 ლარი; • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 4 074 ლარი; • მშენებლობა - 3 496.6 ლარი; • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 305 ლარი; • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 3 012 ლარი;

განათლების სექტორში, სადაც როგორც წესი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება ხოლმე, მეორე კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის მოცულობამ 1 467.6 ლარი შეადგინა.

II კვარტალში ყველაზე დაბალი საშუალო ნომინალური ხელფასი შემდეგ საქმიანობებშია:

• ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1 894.7 ლარი; • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 1 627.4 ლარი; • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1 500.7 ლარი; • განათლება - 1 467.6 ლარი; • სხვა სახის მომსახურება - 1 378.8 ლარი;

დღეს, 15 სექტემბერს, გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 177 ლარით (8%-ით) 2 389 ლარამდე გაიზარდა. საშუალო ხელფასი მოცემულია საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. შესაბამისად, მეორე კვარტალის რეალური საშუალო ხელფასი 1911 ლარს შეადგენს.

საშუალო ხელფასის გამოსათვლელად საქსტატი კვარტალური კვლევებისათვის მონაცემებს 16 ათასამდე სხვადასხვა ზომის საწარმოდან აგროვებს. კვლევაში მონაწილე საწარმოები უწყებას დარიცხული შრომის ანაზღაურების ფონდს - ანუ მონაცემებს ხელფასებზე ჯამურად დახარჯული თანხის მოცულობაზე აწვდიან, რაც ძირითად ხელფასთან ერთად პრემია-დანამატს მოიცავს. საქსტატი მიღებულ რიცხვს ჯერ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობაზე ყოფს, შემდეგ 3-ზე ან 12-ზე, იმის მიხედვით კვარტალურია კვლევა თუ წლიური.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდა" - თაზო დათუნაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

"აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდა" - თაზო დათუნაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

BM.GE

თბილისში დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება - კალაძე

თბილისში დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება - კალაძე

BM.GE

თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა

თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა

BM.GE

"ევროკრედიტის" და Joyboy-ის ციფრული ავტოსესხის კამპანიამ Ad Black Sea-ზე ბრინჯაოს ორი ჯილდო მოიპოვა

"ევროკრედიტის" და Joyboy-ის ციფრული ავტოსესხის კამპანიამ Ad Black Sea-ზე ბრინჯაოს ორი ჯილდო მოიპოვა

BM.GE