მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყველაზე მეტად პომიდორი გაძვირდა - ტოპ-10 გაძვირებული/გაიაფებული პროდუქტი აგვისტოში
ყველაზე მეტად პომიდორი გაძვირდა - ტოპ-10 გაძვირებული/გაიაფებული პროდუქტი აგვისტოში

ყველაზე მეტად პომიდორი გაძვირდა - ტოპ-10 გაძვირებული/გაიაფებული პროდუქტი აგვისტოში

BM.GE3 სექტემბერი, 2026, 16:55|bm.ge

საქსტატმა ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც აგვისტოში საქართველოში ფასები წლიურად 5.6%-ით გაიზარდა. საქსტატი ინფლაციის დათვლისთვის ყოველთვიურად 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასებს აღრიცხავს. 305 დასახელების საქონლიდან და მომსახურებიდან 193-ის ფასი გაიზარდა, 12-ის ფასი უცვლელი დარჩა, 100 დასახელების საქონლისა და პროდუქტის ფასი კი შემცირდა.

დეტალური სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში წლიურად ყველაზე მეტად პომიდორი გაძვირდა, რომლის ღირებულებაც 57.5%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს იკავებს გაზეთები, რომლის ფასიც 45.5%-ით გაიზარდა; მესამე პოზიციაზეა ხახვი 42.7%-ის ფასის ზრდით.

# პროდუქტი/სერვისი პროცენტული სხვაობა 1 პომიდორი 57.5% 2 გაზეთი 45.5% 3 ხახვი 42.7% 4 დიზელის საწვავი 39.6% 5 ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 36.5% 6 კომბოსტო 31.4% 7 ჟურნალი 30.0% 8 ქალის ზამთრის ფეხსაცმელი 29.7% 9 თვითმფრინავით მგზავრობა 29.7% 10 ქალის ფეხსაცმლის შეკეთება 28.9%

გაიაფებულ საქონელს შორის პირველ ადგილს იკავებს მანდარინი, რომელიც აგვისტოში წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 30%-ით გაიაფდა. მეორე ადგილზეა ნიორი 29.1%-იანი გაიაფებით, მესამეზე კი ინტერნეტის კომუნალური სერვისის ღირებულება, რაც წლიურად 25.5%-ით გაიაფდა.

# პროდუქტი/სერვისი პროცენტული სხვაობა 1 მანდარინი -30.0% 2 ნიორი -29.1% 3 ინტერნეტის გადასახდელი -25.5% 4 ფორთოხალი -22.8% 5 ქლიავი -20.2% 6 ატამი -19.1% 7 კივი -18.5% 8 ლიმონი -18.5% 9 თეფში -17.9% 10 სარეცხი მანქანა -16.6%

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნიუ-იორკის საჯარო სკოლებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აიკრძალა

ნიუ-იორკის საჯარო სკოლებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აიკრძალა

BM.GE

"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა

"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა

BM.GE

თუ დროულად დავახვედრებთ კარგ პროდუქტს, შესაძლებელია, ინვესტორები საქართველოში გადმოპორტირდნენ - ლევან დიასამიძე

თუ დროულად დავახვედრებთ კარგ პროდუქტს, შესაძლებელია, ინვესტორები საქართველოში გადმოპორტირდნენ - ლევან დიასამიძე

BM.GE

როგორ გეგმავს IMPT საქართველოს მასპინძლობის სექტორის მოდერნიზაციას და RWA ტოკენიზაციის დანერგვას - ექსკლუზივი

როგორ გეგმავს IMPT საქართველოს მასპინძლობის სექტორის მოდერნიზაციას და RWA ტოკენიზაციის დანერგვას - ექსკლუზივი

BM.GE