მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნიუ-იორკის საჯარო სკოლებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აიკრძალა
ნიუ-იორკის საჯარო სკოლებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აიკრძალა

ნიუ-იორკის საჯარო სკოლებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აიკრძალა

BM.GE3 სექტემბერი, 2026, 18:10|bm.ge

ნიუ-იორკის საჯარო სკოლებში მერვე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აიკრძალა. როგორც ირკვევა, ახალი რეგულაცია ძალაში მომავალი კვირიდან შევა და ის 13-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდებს შეეხება. გადაწყვეტილება აშშ-ის უმსხვილეს სასკოლო ოლქში ტექნოლოგიების გამოყენების მასშტაბური რეფორმის ნაწილია. ცნობისთვის, დასახელებულ სასკოლო სისტემაში ყოველწლიურად დაახლოებით 900,000 მოსწავლე სწავლობს.

საყურადღებო ფაქტია, რომ ამ ცვლილებების ფარგლებში, მესამე კლასის ჩათვლით საკლასო ოთახებში პლანშეტებისა და პერსონალური კომპიუტერების გამოყენებაც შეიზღუდა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიით სარგებლობა მხოლოდ მეცხრე კლასიდან იქნება ნებადართული. თუმცა, ეს შესაძლებლობაც მკაცრად შეიზღუდება და ის მხოლოდ თავად ტექნოლოგიის შესწავლას დაეთმობა. ამასთან, მოსწავლეებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიმწოდებელი ხელოვნური ინტელექტის ჩეთბოტები სრულად აიკრძალება. რაც შეეხება პედაგოგებს, მათ სისტემით სარგებლობა მხოლოდ გაკვეთილების მოსამზადებლად ან შეტყობინებების დასაწერად შეეძლებათ. მასწავლებლებს დავალებების შესაფასებლად პროგრამის გამოყენება კატეგორიულად აეკრძალებათ.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ქალაქის განათლების დეპარტამენტმა ეკრანთან გატარებული დროის ლიმიტებიც განსაზღვრა. რეკომენდაციის თანახმად, დაწყებით კლასებში ეს დრო დღეში 30 წუთს, ხოლო საშუალო საფეხურზე 45 წუთს უნდა შეადგენდეს.

ცნობისთვის, ნიუ-იორკის სასკოლო სისტემამ მოსწავლეებს ChatGPT-ის გამოყენება ჯერ კიდევ 2023 წელს აუკრძალა, თუმცა ადმინისტრაციამ შეზღუდვა ერთ წელზე ნაკლებ დროში გააუქმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სომხეთის მთავრობამ ირანთან "გამარტივებული საბაჟო დერეფნის" შეთანხმება დაამტკიცა

სომხეთის მთავრობამ ირანთან "გამარტივებული საბაჟო დერეფნის" შეთანხმება დაამტკიცა

BM.GE

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კერძო ავიაციის პილოტთა საერთაშორისო ექსპედიციას უმასპინძლა

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კერძო ავიაციის პილოტთა საერთაშორისო ექსპედიციას უმასპინძლა

BM.GE

თანამშრომლობის პოტენციალი გვაქვს საქართველოსთან, ირანთან, ჩრდ. კორეასთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან - ალექსეი შევცოვი

თანამშრომლობის პოტენციალი გვაქვს საქართველოსთან, ირანთან, ჩრდ. კორეასთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან - ალექსეი შევცოვი

BM.GE

10-კაციანი ღონისძიებებიდან საერთაშორისო პროექტებამდე - როგორ იქცა "ჩაიდანი" აჭარის ივენთ-ინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად

10-კაციანი ღონისძიებებიდან საერთაშორისო პროექტებამდე - როგორ იქცა "ჩაიდანი" აჭარის ივენთ-ინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად

BM.GE