მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზედიზედ მეექვსე წელია, გლობალური ღვინის მოხმარება მცირდება - სტატისტიკა
ზედიზედ მეექვსე წელია, გლობალური ღვინის მოხმარება მცირდება - სტატისტიკა

ზედიზედ მეექვსე წელია, გლობალური ღვინის მოხმარება მცირდება - სტატისტიკა

BM.GE5 აგვისტო, 2026, 14:00|bm.ge

2025 წელს ღვინის გლობალური მოხმარება, წინასწარი შეფასებით, 208 მლნ ჰექტოლიტრს შეადგენს, რაც 2024 წელთან შედარებით 2.7%-ით ნაკლებია. კლების ეს ტენდენცია 2018 წლიდან მოყოლებული სტაბილურად გრძელდება, რის შედეგადაც გლობალური მოცულობა ამ პერიოდში 14%-ით შემცირდა.

როგორც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ანგარიშში ვკითხულობთ, ეს დინამიკა ასახავს როგორც მოხმარების კულტურის გრძელვადიან ცვლილებას, ისე ბოლო წლების მძიმე ეკონომიკურ პირობებს. რამდენიმე ტრადიციულ ბაზარზე ცხოვრების წესის ცვლილება და თაობების მონაცვლეობა მომხმარებელთა ქცევაზე გავლენას ახდენს. ამავდროულად, 2020 წლიდან სექტორმა არაერთი საგარეო წნეხი (პანდემია, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ინფლაცია) განიცადა, რამაც მოსახლეობის მსყიდველობით უნარზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

გლობალური მოხმარების კლება ძირითადად სამმა მსხვილმა ბაზარმა განაპირობა. ყველაზე დიდი ვარდნა ჩინეთში დაფიქსირდა, სადაც 2018 წლიდან მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ 2 მლნ ჰექტოლიტრით მცირდებოდა. საფრანგეთი აგრძელებს გრძელვადიან კლებას, ხოლო აშშ-ში ბოლო პერიოდში მოხმარების მკვეთრი შენელება შეიმჩნევა. ჯამში, გლობალური კლების უდიდესი წილი ამ სამ ბაზარზე მოდის.

წამყვანი მომხმარებელი ქვეყნები

2025 წელს ევროკავშირზე გლობალური მოხმარების 48% (100.6 მლნ ჰექტოლიტრი) მოდიოდა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 3.1%-ით ნაკლებია, რაც ტრადიციულ მომხმარებელ ქვეყნებში მოხმარების საერთო შემცირებით არის განპირობებული.

ევროკავშირში უმსხვილესი ბაზრები საფრანგეთი, იტალია და გერმანიაა. საფრანგეთი 22.0 მლნ ჰექტოლიტრით კვლავ პირველ ადგილზეა, თუმცა აქ მოხმარება წინა წელთან შედარებით 3.2%-ით შემცირდა. იტალიამ 2025 წელს მოხმარების მკვეთრი კლება (-9.4%) დააფიქსირა და 20.2 მლნ ჰექტოლიტრს მიაღწია. გერმანიაში მოხმარება 17.8 მლნ ჰექტოლიტრამდე შემცირდა (კლება 4.3%-ია).

ესპანეთში მოხმარება 9.4 მლნ ჰექტოლიტრამდე შემცირდა (5.2%-იანი კლება წინა წელთან შედარებით).

საპირისპიროდ, პორტუგალიაში სრულიად განსხვავებული ტენდენცია ფიქსირდება: 2025 წელს მოხმარებამ რეკორდულ 5.6 მლნ ჰექტოლიტრს მიაღწია (ზრდა 5.6%-ია). ეს ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რუმინეთშიც მოხმარება 11.0%-ით გაიზარდა და 3.5 მლნ ჰექტოლიტრი შეადგინა.

ნიდერლანდებში მოხმარება 12.7%-ით შემცირდა და 2.9 მლნ ჰექტოლიტრი შეადგინა. ავსტრიაში კი მოხმარება 6.0%-ით გაიზარდა და 2.4 მლნ ჰექტოლიტრი შეადგინა, რაც სტაბილური მოთხოვნის შენარჩუნებაზე მიუთითებს.

აშშ-ში, რომელიც უმსხვილესი გლობალური ბაზარია, მოხმარება 4.3%-ით შემცირდა და 31.9 მლნ ჰექტოლიტრი შეადგინა. ეს კლება უკავშირდება დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ფაქტორებს, მათ შორის ახალგაზრდებში ალკოჰოლის მოხმარების შემცირებას. ანალოგიური მიზეზებით, კანადაში მოხმარებამ 3.0%-ით დაიკლო და 2.8 მლნ ჰექტოლიტრი შეადგინა.

აზიის ბაზრებზე ჩინეთში მოხმარება 13.0%-ით შემცირდა და 4.8 მლნ ჰექტოლიტრი შეადგინა, რაც შიდა მოთხოვნის კლების გაგრძელებაა. იაპონიაში კი მოხმარება 6.8%-ით გაიზარდა და 3.3 მლნ ჰექტოლიტრს მიაღწია.

TOP 20 ქვეყანა, ღვინის მოხმარების მიხედვით (მლნ ჰექტოლიტრი)

ქვეყანა 2020 2021 2022 2023 2024 2025 აშშ 34.1 34.2 35.5 35.4 33.3 31.9 საფრანგეთი 23.2 24.6 24.4 23.5 22.7 22.0 იტალია 24.2 24.2 22.4 21.8 22.3 20.2 გერმანია 19.8 19.9 19.4 18.4 18.6 17.8 გაერთიანებული სამეფო 13.7 13.9 13.1 12.8 12.6 12.3 ესპანეთი 9.2 10.3 9.6 9.8 9.9 9.4 რუსეთი 7.7 7.5 7.7 8.3 8.5 8.0 არგენტინა 9.4 8.4 8.3 7.8 7.7 7.5 პორტუგალია 4.4 5.3 5.7 5.5 5.3 5.6 ავსტრალია 6.0 5.6 5.4 5.5 5.4 5.3 ჩინეთი 12.4 10.5 9.1 6.8 5.5 4.8 ბრაზილია 4.1 4.1 3.6 3.5 3.1 4.4 სამხრეთ აფრიკა 3.0 3.9 4.5 4.4 4.3 4.0 რუმინეთი 2.6 3.7 2.5 3.4 3.2 3.5 იაპონია 3.5 3.4 3.5 3.2 3.1 3.3 ნიდერლანდები 3.6 3.7 3.6 3.5 3.4 2.9 კანადა 4.5 4.0 3.5 3.1 2.9 2.8 ავსტრია 2.3 2.4 2.4 2.3 2.2 2.4 შვეიცარია 2.6 2.8 2.6 2.6 2.4 2.3 ჩეხეთი 2.1 2.2 2.2 2.2 1.9 2.0 სხვა ქვეყნები 39.2 39.0 38.9 36.4 35.4 35.6 გლობალური ჯამი 232 234 228 220 214 208

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბოლნისის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნარჩენების გადამტვირთავი სადგური გაიხსნა - სამინისტრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნარჩენების გადამტვირთავი სადგური გაიხსნა - სამინისტრო

BM.GE

წყალტუბოში ერთ-ერთ კომპანიას 1900 კგ საქონლის ხორცი უკანონოდ გადაჰქონდა - შემოსავლების სამსახური

წყალტუბოში ერთ-ერთ კომპანიას 1900 კგ საქონლის ხორცი უკანონოდ გადაჰქონდა - შემოსავლების სამსახური

BM.GE

„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

BM.GE

ნავთობის ფასი $75-მდე შემცირდა

ნავთობის ფასი $75-მდე შემცირდა

BM.GE